
“ნაცებზე” უფრო “ნაცებად” გამოდიან, ეს რადიკალიზმი ყველაზე მეტად “ოცნების” ინტერესებშია, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“მე მინდა რაღაც გამოსავალი შევთავაზო, მე მინდა ორ კომისიაში მუშაობა – დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის. სხვა ჯგუფები არ მაინტერესებს. იმიტომ კი არა, რომ იქ რამე მავნებლობა არ მოხდება, თქვენ რომ ფიქრობთ [გადაცემის წამყვანს დიანა ტრაპაიძეს მიმართა], რომ რაღაცებს დაწერენ, არავინ არაფერს არ დაწერს. ეს არის დაპირისპირებისთვის, ეს არის “ქართული ოცნების” გაპრავებისთვის. ეს რადიკალიზმი, რითიც პაატა მანჯგალაძე აქ საუბრობს, ყველაზე მეტად “ქართული ოცნების” ინტერესებშია. დიდმა პარტიამ, რომელიც ამ როლშია შეიძლება იფიქროს, შეიძლება კიდევ გადაიფიქროს, მაგრამ საერთოდ არ მესმის, რასაც აკეთებენ პაატა [მანჯგალაძე] და ის ხალხი, რომლებიც “ნაცებზე” უფრო ნაცებად გამოდიან.
მე მინდა, რომ ეს ამბავი დასრულდეს და მინდა რაღაც წინადადება შევთავაზო ამათაც, “ქართულ ოცნებასაც”… იქნებ მიხეილ სააკაშვილს რამე ეშველოს, თუ მას რამე ეშველება, მაშინ ბევრად მარტივი იქნება ამ ხალხისთვის რაღაცებში მონაწილეობის მიღება. მაგას “ვჩალიჩობ” და ამიტომ ვლაპარაკობ, რომ საჭიროა ასეთი რაღაცები მოხდეს. ნუ იქნება იმ კომისიაში, დავსხდეთ ოპოზიცია ერთად და ერთი დეპოლარიზაციის ფორმა მოვიფიქროთ, რაზეც ვიქნებით ყველა თანახმა,” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
0
0