22/08/2024
14:27
პოლიტიკა
"ისიც ვიფიქრეთ რომ მეორად ფასში გვეყიდა მათგანვე, მაგრამ ნაცებში წაუღიათ იოდას შერჩეული ტექნიკა - რომელიც ველურებში უბრალოდ ჯართია - ნახავთ რომ ეროვნული ინტერესებისთვის არაფერი საინტერესო მაგ კამერებით და განათებით არ მოხდება.
თუ გსურთ და შეგიძლიათ დაგვეხმარეთ რომ შევიძინოთ - ჯამში 15000 ლარი გვეყოფა. “ - ამის შესახებ, პარტია ”ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მხარდამჭერებს დახმარებას სთხოვს:
"მეგობრებო, ვინც თვალს გვადევნებთ ყველამ იცით, რომ ძალიან დიდ სამუშაოს ვეწევით იმ მასალის დასამზდებლად, რაც საუკეთესოდ პასუხობს რუსული რეჟიმის ანტიდასავლურ პროპაგანდას.
კარგად რომ გვემუშავა, გასული წლის განმავლობაში შევიძინეთ ტექნიკა - ჩვენმა ახალგაზრდებმა დიდი რუდუნებით აარჩიეს ზუსტად ის, რაც ჩვენს ამოცანებს სჭირდებოდა.
ჩემი შეცდომაა, რომ ტექნიკა პარტიის ბალანსზე დავსვი - ასე უფრო მოსახერხებლად ჩავთვალე.
რაც ჩვენი იყო წამოვიღეთ ცხადია.
ისიც ვიფიქრეთ რომ მეორად ფასში გვეყიდა მათგანვე, მაგრამ ნაცებში წაუღიათ იოდას შერჩეული ტექნიკა - რომელიც ველურებში უბრალოდ ჯართია - ნახავთ რომ ეროვნული ინტერესებისთვის არაფერი საინტერესო მაგ კამერებით და განათებით არ მოხდება.
თუ გსურთ და შეგიძლიათ დაგვეხმარეთ რომ შევიძინოთ - ჯამში 15000 ლარი გვეყოფა.
(ბუჩამდე იყო აფხაზეთი, ქართველი მაშასადამე ევროპელი, ახალი რესპუბლიკა, პოდკასტი, რილზები ისა ესა ... ყველაფერს მაგ ტექნიკით ვაკეთებდით).
ვინაიდან ახალი პარტიის ანგარიში ჯერ არ მაქვს, ჩემსას დავწერ და ვისაც რამდენით შეგიძლიათ, იმდენით მიიღეთ მონაწილეობა. ♥️" - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0