“მთხოვენ წავიდე აქციაზე, არ მინდა წასვლა”, – ქუთაისის ბაღის თანამშრომელი
25/04/2024
13:08
საზოგადოება
A-
+A
ქუთაისში, საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს თბილისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლას სთხოვენ.
ბაღის თანამშრომლები “ინფო იმერეთთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათ 29 აპრილის აქციაზე წასვლას ხელმძღვანელი აიძულებს.
“ხელმძღვანელი გვეუბნება ბაღების გაერთიანებიდან დამავალესო, სიები დგება. არ მინდა წასვლა და ვთქვი კიდევაც. თუ კიდევ დამაძალებენ, სამსახურსაც დავტოვებ და საჯაროდ ვამხელ ყველას, რომ როგორ მაიძულებენ წავიდე იმ აქციაზე, სადაც რუსეთი უნდა “გავაპრავო”, – აცხადებს ბაღის თანამშრომელი.
ქუთაისის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ არანაირი თხოვნა, მოთხოვნა ან დავალება აქციაზე წასვლასთან დაკავშირებით მათ არ გაუციათ.
0
0
81
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%