05/11/2021
14:47
საზოგადოება
“იმდენი სამედიცინო წარსული კი მაქვს, რომ უკვე ვშფოთავდე და მოსვენებას ვერ ვპოულობდე. ხოდა, მიშ ( მგონი, საჯაროდაც მოსულა ამ მომენტში, როგორც შინაურობაში: მიშ-გივ), გახსოვს, მაგარი რომ გამისწორე და ვილნიუსში ვიცეპრეზიდენტ ჩეინისთან 1+1 ფორმატში შეხვედრაზე მე შემიყვანე, ასე წარმადგინე - ჩემი მეგობარია, მაგარი გიჟია. სამივეს გაგვეცინა, შენი ჩათვლით, ნუ შენ რომ ვინმეზე იტყვი, მაგ ამბავში:)
მაგ მეგობრობის გამო რაღაცეებს ერთმანეთისას უფრო მტკივნეულად აღვიქვამდით. რაღაცაში მე შევიტანე ეჭვი, რაღაცაში - შენ. მაგრამ ეს ყველაფერი ახლა იმდენად უმნიშვნელოა....
ის მეგობრობა არსად გამქრალა და ამიტომ არც როგორც ერთი პოლიტიკოსი, არც როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე - როგორც მეგობარი გელაპარაკები. შენს ადგილზე, ალბათ, მეც მასე მოვიქცეოდი. მაგრამ, მე არ ვარ შენს ადგილზე. შენს ადგილზე მარტო შენ ხარ და მანდ ყველაფერი კიდევ განსხვავებულია - საჭიროებებიც და პასუხისმგებლობაც. ჩემი მრავალი გადარჩენების რიგში რამდენიმე ისეთი გადარჩენის შემდეგ, ნუ აი ნაღდად რომ უნდა მოვმკვდარიყავი, გამიჩნდა შეგრძნება, რომ ტყუილად არ ხდება ასე და რაღაც მაქვს კიდევ გასაკეთებელი, რაღაც, მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის არა - ამ ქვეყნისთვის. აი შენ რამდენჯერ და რანაირად გადარჩი, დაწყებული იმ წალენჯიხის ავტობუსის მარშრუტზე ორი ჩასაფრებიდან, უამრავ დადებულ-გამართულ-გამოკრული ნაღმ-ყუმბარებით და კიდევ ათასი რამით დამთავრებული, ჩემზე კარგად, ალბათ, ბევრმა არ იცის. ჩემზე სუსტი მენტალობის ადამიანი ამ ყველაფერს ერთმნიშვნელოვნად უფლის ნებას დაუკავშირებდა. არ მგონია, ამდენი გადარჩენა საბოლოოდ, თუნდაც გმირულად, შიმშილობით დასასრულისთვის ყოფილიყო.
მოკლედ, უნდა დაგვეხმარო. შიმშილობით უკვე დაგვეხმარე. აწი უნდა დაგვეხმარო სიცოცხლით.
გახსოვს, რომ იძახდი, გივიმ იცისო? ხოდა ის ყველაფერი ისევ ვიცი. ამათაც კი იციან, რომ ვიცი, მაგრამ ისე ვიცი, რომ ამათ ეგ ცოდნა არ დაეხმარებათ.
მინდა მჯეროდეს, რომ რაც გითხარი, ისიც ვიცი და არ გეუბნები არასწორად.
გამძლეობა მიშ, ჯანი და გამარჯვება“
0
0
ნიკა გვარამია საზღვარგარეთ გაემგზავრა
25/11/2024