16/09/2024
12:21
სპორტი
სერია A-ს მე-4 ტურში “ნაპოლიმ” “კალიარი” სტუმრად 4:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში “პარტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა. მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
იტალიელი სპეციალისტის თქმით, იგი ხვიჩასგან რაც შეიძლება ბევრ გატანილ გოლსა და საგოლე პასს ელოდება.
“ლუკაკუ-კვარაცხელიას დუეტზე დიდ იმედებს ვამყარებ. რომელუს კარგად ვიცნობ, მასთან ერთად “ჩელსისა” და “ინტერში” მიმუშავია. ბელგიელს მოედანზე სჭირდება პარტნიორი, რომელიც ხელს შეუწყობს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, ხვიჩა სწორედ იმას აკეთებს, რაც მისგან მსურს. მინდა, რომ რაც შეიძლება
ბევრი გოლი გაიტანოს და საგოლე პასები შეასრულოს. “კალიარისთან” მატჩში გამარჯვების დიდი სურვილი ეტყობოდა. ხვიჩა ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია”, – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, 4 ტურის შემდეგ “ნაპოლი” ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილს იკავებს. “პარტენოპეი” სერია A-ს მორიგ მატჩს 21 სექტემბერს, “იუვენტუსის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024