
არასამთავრობო ორგანიზაცია “ვეძებ"-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელით, დედის დღესთან დაკავშირებით აქციას აანონსებს.
როგორც მუსერიძე წერს, აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა იქნება. მათ შორის, შეიცვალოს კანონმდებლობა და გაშვილებულ, სრულწლოვან ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია მოიძიონ.
“ყოველდღე დავდებ პოსტს და შეგახსენებთ, რომ 3 მარტს, 17 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ. გვაქვს ორი მოთხოვნა ‼️‼️ შეცვალონ კანონმდებლობა და გაშვილებულ, სრულწლოვან ადამიანებს მოგვცენ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ და გამწარებულ დედებს გასცენ პასუხი, სად წავიდნენ ის ბავშვები, რომლებიც ვითომდა სამშობიაროს სასაფლაოებზე დაკრძალეს..", წერს მუსერიძე.
მუსერიძის ამ პოსტს სოციალური ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს: “დაამატეთ მოთხოვნა, დააფინანსოს მთავრობამ დნმ ტესტებია შეძენა და გაკეთება”.. “არავის ვეძებ, მაგრამ დედა ვარ და თქვენთან ვარ!”.. “მე მომპარეს შვილი და მე მოვდივარ 3 მარტს აქციაზე.” - წერენ მომხმარებლები კომენტარებში.
0
0