09/01/2022
12:13
სხვადასხვა
„დღეს წირვაზე ვერ დავდექი, რადგან წუხელ თრომბი ისე მიტევდა, ლამის დამამარცხა. ვიცი, ეს ამბავი ბევრს გაუხარდებოდა და იტყოდნენ, ძლივს არ დადუმდაო?! იქნებოდნენ ისეთებიც, გაუხარდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, ნიანგის ცრემლებს ისე დაღვრიდა, ვითომ არასდროს უნატრია ჩემი განადგურება… ძვირფას კუბოშიც მომათავსებდნებ და უკანასკნელ გზაზე ისეთი პატივით გამაცილებდნენ, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, საკუთარი თავის შემშურდებოდა, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ და ჩემი ნება რომ იყოს, ცოტა ხანი სიკვდილს არ ვაპირებ…
წუხელ ერთმა სასულიერო პირმა ისეთი მძიმე მოსასმენი ისტორია მომწერა, კანში ვერ ვეტევი. აქ არ ვდებ შეგნებულად, რომ პრობლემა არ შეექმნას… ბოლოს ისიც მითხრა, ვინმეს იმედი გაქვსო?! ეს კითხვა ძალიან ორაზროვანი იყო, თავადაც იცოდა, სად ჩვენი სისტემა და სად ერთსულოვნება…
დიახ, მთელი ცხოვრება ისე მოვდივარ, რომ არავის იმედი არ მაქვს და მადლობა იმ ადამიანებს, რომ თავის დროზე იმედი გამიცრუეს და სასტიკი რეალობის წინაშე დამაყენეს…. ჰო, ამის მერე მივხვდი, რომ სრულიად მარტო ხარ ამ სამყაროში და ან ეგუები ყველა უსამართლობას, ან ეწირები უთანასწორო ბრძოლას. მე მეორეს ვირჩევდი სულ და ახლა მითუმეტეს…
რეალობა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ…
ამერიკიდან, ახლოდანაც დამიკავშირდნენ მეგობრები და მითხრეს, არ შეუშინდე, კომუნალურების გადახდაში დაგეხმარებითო…
მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ სულ სხვას რატომ უნდა ვუყურო?! რატომ უნდა წუხდებოდეს ყოველთვის სხვა იმისთვის, რომ თავი გაიტანო…უუნარო, უმექმედო, შეუგნებელი, უცოდინარი ვარ, რომ სხვამ მარჩინოს?! არა, არასდროს მქონია სურვილად ვინმეს ჯიბეზე ვიყო ჩამოკიდებული და მან მართოს ჩემი ცხოვრება…
თავის დროზე, თუნდაც ახლაც, როგორც სახელწიფოში, ისე ეკლესიაში, ნეპოტიზმით, ვაზელინობით, ვითომ მორჩილებით და სინამდვილეში მონობით, ზიზილ-პიპილოებისადმი ტრფიალით, ენის მიტანით და დასმენით რომ არ შეერჩიათ კადრები და მართლაც სწორი აქცენტები გაკეთებულიყო, ეკლესიას ამდენი ადამიანი არ დაუპირისპირდებოდა, ის პირღია ვითომ კრიტიკოსებიც არ იქირქილებდნენ, რა ბნელები და უწიგნურები არიანო…
ისიც ვიცი, ვინც ჩირგვებიდან მხარს მიჭერს და გაჰყვირის ყველაფერში გეთანხმებიო, უკვე ძალიან ვადაგასული მეთოდებით მიძვრება ,,იქ” და კიდევ ერთი ძალიან ყალბი ერთგულების დასამტკიცებლად მკიცხავს, რა დღეშია, ეს ეკლესიის მტერიო… თვითონ ვერ ხვდება, არ უჭრის ისე გონება, მაგრამ არც არავინ გამოჩნდა მის გვერდით, რომ სხვამ მაინც უთხრას, ქრისტეს გამყვიდველობაა მისი ასეთი საქციელი…
მე არაფერი მაქვს დასაკარგი, ღმერთს ადამიანები ვერ დამაკარგვინებენ, ის ჩემს გულში ცოცხლობს….ღმერთი ხომ თავად გვასწავლის, გავთავისუფლდეთ მონობისაგან…ჩემზე ,,ღირსეული” სასულიერო პირები ხომ გვმოძღვრავენ, გაემიჯნე ცოდვას, იბრძოლე ცოდვის წინააღმდეგო… ჰოდა, ვემიჯნები… ამხელა უსამართლობა, უთანასწორობა, სხვისი ტკივილის და შეჭირვებული მდგომარეობის ფეხზე დაკიდება უმძიმესი ცოდვაა…
მე არ ვამბობ მხოლოდ ჩემს გამო, შენს გამოც ვამბობ, ვინც მაკრიტიკებ, მაგრამ არც შენ ხარ უკეთეს დღეში და მითუმეტეს ხვალ და ზეგ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდები…ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია…. ოღონდ ამის სურვილი არ არსებობს…
მასობრივი დასტრესილი მდგომარეობა, ამხელა უსიყვარულობა, უნდობლობა, მრისხანება, დანარჩენს ვეღარ ჩამოვთვლი, შორს წავა, არ მგონია ქრისტიანობის ნიშნები იყოს…
მე არ ვაპირებ მონობასთან შეგუებას…ვიცი, არავინ შეიწუხებს თავს, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვიქნები…ხვალ დავდგები და ჩავატარებ ერთი კაცის აქციას და გავაპროტესტებ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტს აწუხებს!.. გავაპროტესტებ სიკვდილამდე!..“ – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე პეტრე კოლხი.
0
0