
სალომე ზურაბიშვილი რიგაში ლატვიის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა.
"ევროპულ გზაზე ამ გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავი შეხვედრა მქონდა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან. მადლობა, ლატვია, წლების განმავლობაში საქართველოს გვერდით დგომისთვის.
თქვენი მტკიცე მხარდაჭერა გადამწყვეტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე". - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა. 27 სექტემბერს კი, ზურაბიშვილი ვილნიუსში ჩავა და ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ეწვევა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025