07/06/2022
16:47
პოლიტიკა
,,რეზპუბლიკური პარტიის" წევრი, დავით ბერძენიშვილი, პარლამენტში მივიდა და მედიასთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
" ეს არის გახელისუფლებულ "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის მიერ ვეზირებად დანიშნული ადამიანები, რომლებიც კადრულობენ უკადრებელს, როცა არაგაქვს საკუთარი პრინციპები, წონა, ტრადიცია, ბუნებრივია, მაშინ რასაც დაგავალებენ იმას იტყვი."
ბერძენიშვილის თქმით კომუნისტებიდან მოყოლებული ყველა ებრძოდა რესპუბლიკურ პარტიასაც და ძმებ ბერძენიშვილებსაც, მაგრამ ისინი არ დამარცხებულან რომელიმე ხელისუფლებასთან.
"ჩვენზე არ გაუმარჯვია არცერთ ხელისუფლებას და მითუმეტეს ახლა კობახიძისნაირი მეჩაიე დაბუტატები, ერთჯერადი დეპუტატები ვერ დაგვამარცხებენ,"- ამბობს დავით ბერძენიშვილი.
6 ივნისს, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს, ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს რუსთაველის გამზირზე 2 პირი თავს დაესხა.
0
0