რამდენადაც მე ვიცი, სამნიშნა იქნება საკრებულოს წევრების რაოდენობა, რომელიც მელიასთან აღმოჩნდება. ამ ვითარებაში გასაგებია მიხეილ სააკაშვილის ზრუნვა 5 ნომრის რღვევის შესაჩერებლად,- ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა, პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ.
დავით ბერძენიშვილის განმარტებით, ეს ინიციატივა 5 ნომრის ფარგლებს გარეთ არ გადის და არავის მიუღია სერიოზულად.
მისივე თქმით, „არანაცურ“ ოპოზიციას სამომავლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა მოუწევს.
რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს.
„არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე ნამდვილად არ არიან მაღალრეიტინგული ფიგურები და შეუძლებელია მათ ეს არ იცოდნენ. მთავარი მოლაპარაკე თავი რომ კობახიძეა მათთვის, კობახიძის იმედად ალბათ არ დატოვებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ძალას. მეტსაც გეტყვით, იმდენად გაცვეთილია ბიძინა ივანიშვილი, რომ არც ის მგონია, აქტიურად ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ამან რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა დავით ბერძნიშვილმა.
0
0
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს
11/08/2025