18/09/2023
13:44
მსოფლიო

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC News-თან ინტერვიუში უკრაინის ომზე ისაუბრა.
ტრამპის განცხადებით, მას არ შეუძლია დეტალურად განმარტოს, როგორ დაასრულებდა ომს რუსეთსა და უკრაინას შორის.
„თუ ზუსტად გეტყვით, მოლაპარაკებას დავარღვევ! პუტინს გარკვეულ საკითხებზე დაველაპარაკებოდი. კონკრეტული სათქმელი მაქვს ზელენსკისთვისაც, მე ორივე მათგანს ვეწყობი,“ - თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე, ხელს შეუწყობს თუ არა ის შეთანხმების დადებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის შენარჩუნების საშუალებას მისცემს, ტრამპმა უპასუხა:
”მე ყველასთვის სამართლიან გარიგებას დავდებდი”, - თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა მადლიერება გამოხატა პუტინის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტმა კი მანამდე განაცხადა:
"ტრამპი ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ყველა მწვავე საკითხს მოაგვარებს, მათ შორის უკრაინის კრიზისს. ეს ჩვენ ძალიან გვახარებს."
საპასუხოდ, ტრამპმა თქვა:
”მომწონს მისი [პუტინის] კომენტარი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც მე ვამბობ, სწორია. ჯერ მას [პუტინს] შევიყვანდი მოლაპარაკების ოთახში, შემდეგ -ზელენსკის. მათ შევკრებდი და ერთმანეთთან შევათანხმებდი. ასე შედგებოდა გარიგება.“
მიუხედავად იმისა, რომ დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა პრეზიდენტობის შემთხვევაში ჰიპოთეტურად რას მოიმოქმედებდა ის კონფლიქტთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობისას ომი არ იქნებოდა.
0
0