
პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
"მინდა ერთი ისტორია გავიხსენო, ბატონ შალვა პაპუაშვილთან ერთად ვიყავი სტუმრად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, თვითონ ითხოვა შეხვედრა, ეს იყო რუსეთ–უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, შეხვედრა ასე დაიწყო, რა გინდათო. ხუმრობით ვუპასუხეთ, ჩვენ რა გვინდა, თავად რა გინდათ, თქვენ გვთხოვეთ შეხვედრაო და მისი შემდეგი წინადადება იყო გამაოგნებელი: – აგერ, ზელენსკი მსოფლიო გმირი გახდა და თქვენ რას აკეთებთო? – აი, რა იყო სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება. იქედან მოყოლებული სალომე ზურაბიშვილი არის იქ, სადაც არის ნაციონალური მოძრაობა, პირდაპირი მოწოდება იმის, რასაც თავადაც მიხვდებით. როგორ გაგრძელდა ჩვენი საუბარი, დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ შეგიძლიათ იმსჯელეთ, საითკენ ცდილობდა ჩვენი ნაბიჯების წარმართვას. წარმოიდგინეთ, ის რომ ყოფილიყო არა საქართველოს პრეზიდნეტი, არამედ პრემიერი? ეს იქნებოდა ბავშვი ასანთით ხელში." - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ არაერთხელ გაიმეორა დასკვნით სიტყვაში, რომ მართალია, პრეზიდენტს სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც დაუშვებელია პრეზიდენტი იყოს ადამიანი, ვინც დაპირისპირებულია კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან.
0
0