
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუკზე წერს:
"20 წლის ბიჭს, გრიგორიადისს, ბრალი ვერ დაუმტკიცესო და მაინც ციხეში ტოვებენ. ასაკს ხაზს სულაც არ ვუსვამ ისე უბრალოდ. კი, ასაკს აქვს მნიშვნელობა ქცევის ფსიქოლოგიაში. მოზარდობაში თხილი თუ მოიპარეთ, დიდებს ხომ აღარ გაგიკეთებიათ იგივე. ასაკის მიუხედავად კი, მთავარი აქ ისაა, რომ ბრალი თუ არ უმტკიცდება, რა გამოდის? თვითმიზანია მისი ციხეში ყოფნა?
პ.ს. სანამ ვინმე ბრალეული გგონია, კამათი შესაძლებელია პოლიტიკური გემოვნების მიხედვით. როცა ბრალის დამტკიცების გარეშე ვინმე ციხეში რჩება, კამათი სიბრიყვეა, რადგან სამართლის ხარვეზი საყოველთაო საფრთხედ გადაიქცევა. ისმინე მთავრობის მხარდამჭერო-ც" - წერს ფსიქოლოგი.
ცნობისთვის, მოსამართლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაუკვალიფიცირდა.
0
0
გიორგი ჩიკვაიძემ სრული შიმშილობა დაიწყო
10/05/2025