
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ალ-აჰლის საავადმყოფოს ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელის თავდაცვის ძალები რომ ყოფილიყო, იქ გაჩნდებოდა "კრატერი" ან რაიმე "კონსტრუქციული დაზიანება".
„საავადმყოფოს დიაგრამის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასეთი დაზიანება არ არის - შენობის კედლები დაუზიანებელია,“ - განაცხადა დანიელ ჰაგარმა.
დანიელ ჰაგარის თქმით, “ჰამასმა“ იცოდა, რომ აფეთქება არასწორად გაშვებულმა ისლამურმა ჯიჰადმა [რაკეტამ] გამოიწვია, მაგრამ მან ისრაელის დასადანაშაულებლად გლობალური მედია კამპანია დაიწყო.
„„ჰამასს“ უბრალოდ მსხვერპლის რიცხვის გაზრდა სურს. საჰაერო კადრები ადასტურებს, რომ რაკეტას უშუალოდ საავადმყოფოსთვის არ დაურტყამს და არც მიმდებარე შენობები დანგრეულა. ერთადერთი ლოკაცია, რომელიც დაზიანდა არის საავადმყოფოს გარეთ არსებული ავტოსადგომი,“ - აღნიშნა დანიელ ჰაგარმა.
„ჰამასი“ და პალესტინის ხელისუფლება საავადმყოფოს აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებენ.
0
0