-share.jpg)
თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში მიმდინარე პროტესტის პარალელურად, იხსენებს 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს, როცა მიხეილ სააკაშვილი რუსი ტურისტების მიღებას მიესალმებოდა. მისი თქმით, ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ყვავილებით ხვდებოდა რუს ტურისტებს.
„გვახსოვს, მათი ბელადი, პრეზიდენტი ყვავილებით, ია-ვარდებით როგორ ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა. არ მახსოვს, მაშინ კითხვა დაესვა რომელიმე მათგანისთვის, აფხაზეთი საქართველოა თუ არა. არ არსებობს ასეთი რამ და იმიტომ. გვახსოვს ვიდეოკადრებიც იმ ადამიანების, რომლებიც აპროტესტებენ რუსი ტურისტების შემოსვლას - მაშინ პირდაპირ მიესალმებოდნენ მათ. შეგიძლიათ მოიძიოთ არქივში, როდესაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან მოგვიწოდებდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო. ალბათ ისიც არ გახსოვთ, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებზე გასხვისდა. ამ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც პირიქით, მიესალმებოდა რუსი ტურისტების შემოსვლას საქართველოში, მაშინ მათი პატრონები ეუბნებოდნენ, რომ უნდა დაეთბოთ ურთიერთობები რუსეთთან და ეს პოლიტიკა უნდა გაეტარებინათ. დღეს კი მათი პატრონები ეუბნებიან, რომ უნდა იყვნენ რაც შეიძლება გაბრაზებული და ბრაზიანი სახეები აჩვენონ, რაც სამწუხარო და საუბედუროდ რეალობაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა და გააკეთებს, რომ ჩვენი ქვეყნის, მისი მოსახლეობის ინტერესები იყოს დაცული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ბათუმში რუსი ტურისტების შემოსვლის ფაქტსა და საპროტესტო აქციას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და კანონის ფარგლებში, საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება ყველას შეუძლია.
„ამას თუ ვინმე აპროტესტებს, იცით, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, კანონის ფარგლებში, საკუთარი შეხედულება გამოხატოს. თუ კანონს ვინმე გადასცდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
0
0
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
21/06/2025