26/03/2024
21:59
სპორტი
მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში “დინამო-არენაზე” გადაღებულ ფოტოს აქვენებს და წერს:
“ღმერთო ეს დღე გვაჩუქე და მთელი ერი გამოსვწორდებით!” - დაწერა ხაჩიძემ.
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს მასპინძლობს.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
ჯვაროსნების შეტევისას, 44-ე წუთზე, ჩაკვეტაძის საჯარიმოდან დარტყმული, ბერძნების მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ტაიმის დასასრულს შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი მოედნიდან გააძევა (2 წითელი ბარათი).
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
0
0