27/02/2024
14:30
ბადაგონი
„ეს არის, არა მხოლოდ კომპანია „ბადაგონის“ ღვინის წარმატება, არამედ მთლიანად საქართველოსა და ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე,“- ასე აფასებს მეღვინეობა „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი მარი გიორგაძე, „ბადაგონის“ ღვინოების 6 ოქროს მედალს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე MUNDUS VINI THE GRAND INTERNATIONAL WINE AWARD-ზე.
გერმანული MUNDUS VINI ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც გამომცემლობა Meininger-ის მიერ დაარსდა და პირველად, 2001 წელს გერმანიაში, ქალაქ ნოიშტადში ჩატარდა.
სწორედ ამ კონკურსზე მოიპოვა „ბადაგონის“ ღვინოებმა 6 ოქროს მედალი, რაც ქართული ღვინის ისტორიაში პირველად მოხდა.
ქართული ღვინის წარმატებასა და კონკურსის შესახებ კომპანია „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა, მარი გიორგაძემ რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ღვინის დეგუსტაცია Blind Tasting-ის (ბრმა ქასთინგის) მეშვეობით ხდება და კონკურსის ჟიურის წევრები არიან ღვინის ექსპერტები, ჟურნალისტები და სომელიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსში გამარჯვება, რადგან მსგავს პრესტიჟულ კონკურსებზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყანა მონაწილეობს. ეს ყველაფერი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ღვინის ხარისხს და ზრდის ცნობადობას.“ - აღნიშნა მარი გიორგაძემ.
კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორის თქმით, აღნიშნული წარმატება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიის წინსვლისთვის, არამედ საქართველოსა და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის.
„ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვიღებთ მსგავს კონკურსებში მონაწილეობას. „ბადაგონს“ არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და მიმაჩნია, რომ ეს არის, არა მხოლოდ კომპანია „ბადაგონის“ ღვინის წარმატება, არამედ მთლიანად საქართველოსა და ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ბაზარზე. კიდევ ერთხელ ვულოცავ, „ბადაგონისა“ და ქართული ღვინის გულშემატკივრებს ამ დიდ წარმატებას“ - დასძინა მარი გიორგაძემ რადიო „სივრცის“ ეთერში.
რიგით 34-ე კონკურსზე წარმოდგენილი ათასობით ღვინო, მსოფლიოს 40 ქვეყნიდან მიწვეულმა ექსპერტებმა, Blind Tasting-ის მეთოდით შეაფასეს.
ეს ღვინოებია: საფერავი ქვევრი 2021, მუკუზანი 2021, მაესტრო საფერავი 2022, საფერავი ქაშერი 2018, ალავერდის ტრადიცია მშრალი- წითელი 2020, საფერავი რეზერვი 2010.
ტრადიციულად, კონკურსი წელიწადში ორჯერ ტარდება: გაზაფხულსა და ზაფხულში.
აღსანიშნავია, რომ შარშან, ამავე კონკურსში, 7568 ღვინო მონაწილეობდა, სადაც „ბადაგონის“ ღვინომ - ქვევრის ქისი, ოქროს მედალი მოიპოვა.
0
0
გერმანიაში ირანის სამივე საკონსულო დაიხურა
21/11/2024