შს ყოფილი მინისტრი, პარლამენტის ყოფილი წევრი კობა ნარჩემაშვილი, უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მან პოლიციელებისადმი რაიმე სახის მოწოდება გაავრცელა.
"დღეს იძულებული ვხდები საზოგადოებას ჩემთვის უჩველო ფორმით მივმართო! გამოვიყენო ფეისბუქი, რომლითაც საერთოდ არ ვსარგებლობ (თუ მე-9 მოწვევის პარლამენტში ყოფნისას ოფიციალურ გვერდს არ ჩავთლით).
დღეს სოციალური ქსელებით გავრცელდა თითქოსდა ჩემი მოწოდება პოლიციელებისადმი, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს!
არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არავისთვის მიმიცია ინტერვიუ არც ცოცხალი და არც სატელეფონო! ბოლო ინტერვიუ მიცემული მაქვს გასული წლის დეკემბერში, იაგო ხვიჩიასთვის მისი ცნობილი ინტერვიუების "საქართველოს დაბადება" ციკლის ფარგლებში. ვინც ჩემთან მიმართებით დეზინფორმაციის გავრცელებით ხართ დაინტერესებული, თავს ნუღარ შეიწუხებთ! მომავალშიც ნერვების ზედმეტი მოშლის და აღელვების გარეშე უარვყოფ ყველაფერს, რაც ჩემგან არ იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული!
ვერავის მივცემ უფლებას ჩემი სახელი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს!" - წერს კობა ნარჩემაშვილი.
0
0