
ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ჩვენ ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას ქალაქები და მოქალაქეები“, – აღნიშნა ბაიდენმა გამართულ ბრიფინგზე.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია მჭიდრო კონსულტაციებს გადიოდა კონგრესთან აღნიშნულ კრიზისთან დაკავშირებით.
„როდესაც კონგრესი დაბრუნდება, მათ ვთხოვთ გადაუდებელი ზომების მიღებას ჩვენი კრიტიკული პარტნიორების ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნების დასაფინანსებლად. ეს არ ეხება პარტიას და პოლიტიკას. ეს ეხება ჩვენი სამყაროს უსაფრთხოებას, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ბაიდენმა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, შეერთებულმა შტატებმა რეგიონში გააძლიერა სამხედრო ძალების პოზიციონირება შეკავების უზრუნველსაყოფად.
„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიტანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი აქტივები საჭიროების შემთხვევაში“, – დასძინა ბაიდენმა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025