10/04/2024
08:56
საზოგადოება
“სუხიშვილების” გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი, აცხადებს, რომ “ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების - ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა”.
“დღემდე არის ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის 20% და რასაკვირველია, ჩვენთვის უსაფრთხოება და მშვიდობა მთავარია და ამის მთავარი იმედი არის ჩვენი მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების - ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის გვერდზე დგომა, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, რადგან, როგორც ვიცით, და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი პირველი საგარეო მტერი არის რუსეთი და ზუსტად ის უცხოური საგარეო ძალა არის რუსეთი, თავისი აგრესიით. ეს საფრთხე სულ არის და რასაკვირველია, როგორც ქვეყნის პატრიოტი, მე ვუსურვებ ჩემს ქვეყანას მშვიდობას, უსაფრთხოებას და რასაკვირველია, ევროპის გეზით სვლასა და ევროპის დიდ ოჯახში გაწევრიანებას.” - ამბობს ნინო სუხიშვილი "ტვ პირველთან" საუბრისას.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024