-share.jpg)
მოკლე შეფასება უნდა ამას, ეს არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატი, - ევრონესტის რეზოლუციაზე, რომელსაც ოპოზიციამ ხელი არ მოაწერა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
„წარმოუდგენელია სხვანაირად შეაფასო, რომ საქართველოს შესახებ, ევროინტეგრაციის გზასთან დაკავშირებით უპოზიტიურესი უამრავი ჩანაწერი იყოს, არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით, და ამას მხარი არ დაუჭირო. ბოლო წუთამდე ჰქონდეს ვიღაცას შენი იმედი და ბოლო წუთზე უარი უთხრა, ეს არის შენი საკუთარი სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი. სხვანაირად ეს ვერ შეფასდება“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.
0
0