23/08/2023
21:56
მსოფლიო
ტელეგრამ არხის „მედუზა-ლაივის“ ინფორმაციით, „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი დღეს მართლაც გაფრინდა რუსეთში აფრიკიდან, ბორტზე იყო Wagner-ის მთელი სამეთაურო შტაბი.
ამის შესახებ ჟურნალისტი ანდრეი ზახაროვი წერს.
"სასწაული იქნება, თუ ის სხვა თვითმფრინავში აღმოჩნდება", - ციტირებს ჟურნალისტი თანამოსაუბრეებს.
ტვერის ოლქში კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს შორის ირიცხებოდა „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი.
რუსული მედია ასევე წერს, რომ თვითმფრინავში ათი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა მათგანი დაიღუპა.
რამდენიმე წუთის წინ კი რუსეთის საგანგებო სამსახურმა, კატასტროფის ადგილზე რვა ცხედრის პოვნა დაადასტურა.
ამასთან, ინფორმაციას ავრცელებს მსოფლიო მედიაც. კერძოდ „ბიბისი“ წერს, რომ პრიგოჟინი აღნიშნული ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა.
საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
0
0