07/04/2023
17:37
პოლიტიკა
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ “სასამართლო თემა უკვე არის პირდაპირ ივანიშვილზე გასული თემა”.
"ჩვენ თუ დავაკვირდებით რა პროცესი მიდის ბოლო პერიოდში, ევროპარლამენტის განცხადებები, პერსონალური, გაფრთხილებითი… ამას არავინ მიაქცია ყურადღება – დაახლოებით 10 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის საგარეო სამქმეთა მინისტრი ითხოვს ივანიშვილის სანქცირებას ევროკავშირის სტრუქტურებში. საფრანგეთის მოქალაქეა ივანიშვილი, ამისთვის მაშინ ყურადღება არავის მიუქცევია, მაგრამ ერთი დიდი პროცესია ყველაფერი. ხომ უნდა გვესმოდეს რომ აშშ დასავლეთის პირველი ვიოლინოა, ფაქტობრივად, იქ რა პროცესიც იწყება, ის გადადის ევროპაში.
ამ დასანქცირებით მთავარი რაც მოხდა, ივანიშვილს მანევრი შეუზღუდეს, ივანიშვილი ახლა დროს წელავს, ვეღარ გაიგო წითელი დროშა გამოფინოს, ევროკავშირის, თუ უკრაინის, დაიბნა, რუსულ არხზე გადართავს, წითელ დროშას გამოკიდებს, ევრონიუსზე გადართავს – ლურჯს. იქ ეუბნებიან, ჩამოყალიბდი რა, ნუ ათამაშებ ერთ ადგილს, ჩამოყალიბდი, ფრონტის ხაზის რომელ მხარეს ხარ. კი, რუსეთში გინდა? ეგაც არჩევანია, თქვი ღიად, რას მეთამაშები. ამასაც ვერ ამბობენ, ამისაც ეშინიათ, როგორც კი ამას იტყვიან, თავზე დაემხობათ ქვეყანაში ყველაფერი, ეს იციან. მარტის მოვლენები ტესტი იყო, მათ ეგონათ გადატეხავდნენ, ადვილად გაივლიდნენ რუსეთის კანონისკენ მიმავლ გზას, მაგრამ ხალხმა და განსაკუთრების ახალგაზრდობამ აჩვენა, რომ ეგრე არ არის, ძმაო, აბა, გაბედონ, ეგრევე დაემხობათ ყველაფერი თავზე, იციან, ამისაც ეშინიათ. არ გვეშინიაო კი იძახიან, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ეშინიათ, ის მოსამართლეებიც კი ამბობენ, არ გვეშინიაო, მაგრამ ძალიან ეშინიათ. ამაშია საქმე. კამერებთან გვეყელყელავებიან, მაგრამ ძაან მძიმე დღეში არიან სინამდვილეში", განაცხადა გია ხუხაშვილმა.
0
0