-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს:
“ერთიანობაზე ამდენს იმიტომ ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, რომ იდეურად ბანკროტები არიან და სხვა თემა არ აქვთ.
ერთმანეთთან ერთიანობაზე ჩხუბით და ჩრდილიდან დალაგებული ალიანსებით ქმნიან მარცხისთვის განწირულ დღის წესრიგს, იმიტომ რომ არ იციან სხვა რაზე ილაპარაკონ.
დაშლისთვის განწირული ალიანსებით ქმნიან ნიუსებს.
პოლიტიკის კეთების იმიტაციას ასე ახდენენ.
სტატუსიც იგივეა.სტატუსი ხომ ჩვენზე არაა დამოკიდებული? რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ოპოზიციაში – ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ხომ ვერ ვიმოქმედებთ? ჩვენს მიღმა ხდება ეს ხო?
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაანალიზოთ რა მოხდება ერთი, ან მეორე გადაწყვეტილების შემთხვევაში და მოსახლეობას პირუთვნელი ანალიზი მივაწოდოთ – რომ საფრთხეებისთვის გავამზადოთ.(რასაც იდეურად ბანკროტები მანიპულაციებით ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ – ბანკროტები არიან, შინაარსობრივად ვერ გვიპირისპირდებიან და რეაქციონერების მეთოდებით და ტყუილების დაბრალებით თუ გაგვაშავებენ).
თავისი, ავთენტური თემები არ აქვთ.
იდეურად ბანკროტები არიან.
შინაარსს ვერ ქმნიან.ერთადერთი რაც შეუძლიათ ერთიანობაზე ჩხუბია იმ ხალხთან, ვისაც ცილს სწამებდნენ, მოღალატეებს, ბიძინასთან გარიგებულებს, ნუგზარ ფოფხაძეებს და ლუკაშენკოებს გვიძახდნენ – ანაც იმაზე მჩხიბავობა, რაც მათზე არაა დამოკიდებული.
მოკლედ, გასარეცხია ქართული პოლიტიკა და გონიერი ადამიანები ამაში უნდა დაგვეხმარონ.” - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0