09/06/2023
21:27
სპორტი
ვეტერანთა ევროპის ჩემპიონატზე, ვეტერანმა ქართველმა ძიუდოისტმა, ალექსი დავითაშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მესამედ გახდა.
ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ალექსი დავითაშვილმა პირველი კომენტარი belive.ge-სთან გააკეთა.
“აზერბაიჯანელებმა 3 მედალი მოიპოვეს და ცოტა გაბრაზებული ვიყავი. ერთი სული მქონდა როდის გავიდოდი ტატამზე და ავაჟღერებდი საქართველოს ჰიმნს.
პირველი მეტოქე 12 წამში დავამარცხე, მეორეს 45 წამში მოვუგე, ფინალი კი 25 წამში მოვიგე. არასდროს დავპირისპირებულვარ რუმინელ სპორტსმენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო ამ შეჯიბრზე და მის დასამარცხებლად მცირედი დრო დამჭირდა.
ძალიან ლამაზი მედალია და რომ ვუყურებდი ერთი სული მქონდა როდის ჩამოვიკიდებდი“, განაცხადა ფლავანმა.
ცნობისთვის, ქართველმა ვეტერანებმა კონტინენტის პირველობის მეორე დღეს ექვსი მედალი მოიპოვეს.
ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქრო – გიორგი მოდებაძე (-100კგ, M3), ალექსი დავითაშვილი (+100კგ, M4);
ვერცხლი – ბადრი ბასოშვილი (-60კგ, М4);
ბრინჯაო – დავით უძილაური (-81კგ, M3), დევიკო გობეჯიშვილი (-100კგ, M3), ირაკლი ახრახაძე (+100კგ, M3).
0
0