11/04/2023
11:54
პოლიტიკა
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობაში“ არსებულ შიდაპარტიულ ვითარებას განიხილავს:
„რომან გოცირიძე, რომელიც ნაცმოძრაობას (მეორედ) 2016 წელს შეუერთდა და 2023 წელს დატოვა, ამ პარტიის ჩრდილოვან მართვას ადასტურებს – გადაწყვეტილებები პარტიაში არასდროს მიიღებოდაო.
2013-2016 წლებში მიიღებოდა.
როცა მაგ პარტიაში ბოკერია იყო, გადაწყვეტილებებს იღებდა პოლიტსაბჭო. მიშა ხშირად აგებდა კენჭისყრებს (ზურა ჯაფარიძე მისი წინააღმდეგობის მიუხედავად აირჩიეს- მიშას ვაშაძე უნდოდა, სერგო რატიანის არჩევის დროსაც ვაშაძეს უჭერდა მხარს და წააგო, სიის ფორმირების წესზე კენჭისყრაც წააგო).
უბრალოდ, პარტიის დემოკრატიული მართვა, როცა ყველას ერთი ხმა აქვს და გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება, მიშასთვის “პარტიის ახევად” მოინათლა, პარტია დაიშალა, რაც გადარჩა მთლიანად მიშას ახირებებზე გადაეწყო და ახლა იქ არიან, სადაც არიან (მიშაც იქაა, სადაცაა – საკუთარი ახირებებით სიარულმა მანდ მიიყვანა თავად და თავისი პარტია).
იგივე მოხდა ევროპულ საქართველოში – 2018 წელს, კეზერაშვილმა გადაწყვიტა დემოკრატიული წესების გვერდის ავლით, ამ პარტიის ჩრდილოვანი მართვა რაც კონფლიქტით და 2021 წელს პარტიის hostile takeover-ის მცდელობით და გიგასთვის “ოქროს პარაშუტის” შეთავაზებით დასრულდა და ის მოხდა, რაც მოხდა.
ახლა, ნელნელა ყველაფერს ნათელი ეფინება და ჩრდილოვანი გოდოლი აუცილებლად ჩამოინგრევა.
ევროპული საქართველო იქნება დემოკრატიული, შინაარსით შეკრული და ძლიერი პარტია“ , – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, რომან გოცირიძემ დღეს დაწერა: "ნაცმოძრაობის" მთავარი პრობლემა და შეცდომების მთავარი მიზეზი ყოველთვის იყო ის, რომ გადაწყვეტილებები არასდროს მიიღებოდა პარტიაში."
0
0