
გუშინ თბილისში Imagine Dragons-ის გრანდიოზული შოუ გაიმართა.
მას 30 ათასი მელომანი დაესწრო.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ისმის ერთ-ერთი მაყურებლის უკმაყოფილება იმის გამო, რომ სტადიონზე უკრაინის დროშა არ შეატანინეს და არ გააშლევინს…
"არც საქართველოს დროშა არ შეიძლებაო, არც უკრაინის" - ამბობს დროშების აკრძალვაზე Imagine Dragons-ის კონცერტზე მისული მაყურებელი.
Imagine Dragons-ის გრანდიოზულმა კონცერტმა, თბილისში წუხელ ანშლაგით ჩაიარა. მსოფლიოში პოპულარული ამერიკული ჯგუფის მოსასმენად, მიხეილ მესხის სტადიონზე 30 000 მელომანი შეგროვდა. 4 გრემის მფლობელმა პოპ-როკ ბენდმა ცნობილი ჰიტები, ქართველი მსმენელისთვის თავისი ხუთივე ალბომიდან შეასრულა. კონცერტზე დამსწრეთა უსაფრთხოებას, რამდენიმე ათასი პოლიციელი იცავდა.
Imagine Dragons-ი საქართველოს მეხუთე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში პირველად ეწვია. შეკვეთილიდან თბილისში 35-მდე ტრაილერით, სპეციალურად „ბლექ სი არენას“ ახალი სცენა ჩამოიტანეს. პრემიერის მიერ ინიცირებული პროექტის „სთარინგ ჯორჯიას“ დაფინანსების ფარგლებში შეძენილი სცენით, განათებისა და გახმოვანების მძლავრი სისტემებით, საქართველო რეგიონში ერთადერთია.
0
0