12/08/2024
19:25
ეკონომიკა
"მე დიდი გეგმები მქონდა წყალტუბოზე და 1 წელი დამაკლდა რომ ისინი შესრულებულიყო. წყალტუბოში შენდებოდა ცენტრალური პარკი და ამ პარკში დგებოდა ბადენ-ბადენის ცენტრალური ბალნეოლოგიური ცენტრის, კარაკალას, გაუმჯობესებული და უფრო დიდი ასლი", - ა მის შესახებ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"გუშინ ჩვენები „ერთიანობიდან“ წყალტუბოში იყვნენ. მე დიდი გეგმები მქონდა წყალტუბოზე და 1 წელი დამაკლდა რომ ისინი შესრულებულიყო. წყალტუბოში შენდებოდა ცენტრალური პარკი და ამ პარკში დგებოდა ბადენ-ბადენის ცენტრალური ბალნეოლოგიური ცენტრის, კარაკალას, გაუმჯობესებული და უფრო დიდი ასლი.
ყოფილ სანატორიუმ „შახტიორში“ შენდებოდა მთელს ევროპაში ყველაზე მდიდრული „ინტერკონტიტენალი,“ რაც ავტომატურად მიიზიდავდა უამრავ სხვა ინვესტორს.
მთლიანობაში წყალტუბოს პროექტი იყო განუყოფელი ნაწილი ქუთაისში პარლამენტის კომპლექსის და სვანეთში სამთო-სათხილამურო კურორტების, რომელიც იმერეთს და ლეჩხუმს შეაერთებდა ჩვენს მიერ დაგეგმილი გვირაბით.
ქუთაისში პარლამენტის შენობა ნადგურდება, წყალტუბოს ცენტრალური პარკი გავერანებულა, ხოლო გვირაბის პროექტი აღარც განიხილება.
თვითონ წყალტუბოში ივანიშვილმა ჩვენი დაწყებული მშენებლობები შეაჩერა, ხოლო ობიექტები უფასოდ ჩაიგდო ხელში და მინიმუმ 15 ათასი პოტენციური სამუშაო ადგილი დაგვაკარგვინა.
26-ში წყალტუბოს მკვიდრებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ განვითარება თუ თანხმდებიან საბოლოო განადგურებას".
0
0