
25 აპრილს უკრაინელმა ჰაკერებმა რუსულ-ირანული კონფერენცია დაჰაკეს და მონაწილეებს, რომლებიც თანამშრომლობაზე მსჯელობდნენ ZOOM-ის პლატფორმის გამოყენებით, ანდერძის დაწერა ურჩიეს.
ინფორმაცია ინტერნეტში 27 აპრილს გამოჩნდა.
კონფერენციაში რუსეთისა და ირანის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
“არ ინერვიულოთ, SBU [უკრაინის უსაფრთხოება] მოვა ომის ყველა დამნაშავესთან და მათ ხელმძღვანელობასთან. ასე რომ მოემზადეთ, დაწერეთ ანდერძი, ჩამოწერეთ რაც გაქვთ თქვენს შვილებსა და ცოლებზე. კვერცხების კიბო ყველა ოკუპანტს და მათ, ვინც ამ ოკუპანტებს ეხმარება”, – გაისმა კონფერენციაზე ჰაკერების ხმა.
ასევე, უკრაინელმა ჰაკერებმა განაცხადეს, რომ ირანია პასუხისმგებელი რუსეთისთვის კამიკაძე-დრონების მიწოდებაზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის ქალაქებზე თავდასხმისთვის იყენებს.
“გეშინოდეთ ოკუპანტებო, თქვენი დღეები დათვლილია. მთელი ეს საუბარი ჩაწერილია და მთელი ეს ინფორმაცია მიაღწევს მასმედიამდე.”, – თქვა ჰაკერმა რუსულ-ირანული კონფერენციის მონაწილეებისთვის მიმართვაში.
0
0
ხობში 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა
18/04/2025