
შემზარავია 29 წლის ბერძენი ქალის საბოლოო აღიარება, რომლის მიხედვითაც, ის ადასტურებს, რომ საკუთარი 11 თვის გოგონა ნამდვილად მან მოკლა.
“მინდა რომ ჩვენება შევცვალო! რაც აქამდე ვთქვი, არაფერია სიმართლე. ბავშვი კაშხალში მე გადავაგდე,” განაცხადა მან ბოლოს.
როგორც ცნობილია, ეს შემზარავი ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა. აქამდე დედა ამბობდა, რომ უბრალოდ წყლის კაშხალთან იდგა და ბავშვი იქ შემთხვევით გადავარდა, მან კი, ვინაიდან ცურვა არ იცოდა, დახმარება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მან დანაშაული საბოლოოდ აღიარა, მაინც უარყოფს, რომ ეს ყველაფერი გამიზნულად გააკეთა, თუმცა, პარალელურად, ამბობს, რომ ვერ ხსნის საკუთარი ქმედებების მიზეზს.
არსებული ინფორმაციით, 29 წლის ქალს ხვალ თესალონიკში, კვლავ ფსიქიატრიულ შემოწმებაზე გადაიყვანენ.
საქმე აძღრულია განზრახ მკვლელობის მუხლით.
წყარო: georgians.gr
0
0