21/08/2023
09:47
პოლიტიკა
თავისუფალ კონკურენციაზეTabula - ტაბულა როგორც ტელევიზია, ერთი მიზეზით დავხურე: ტელემედია სივრცეში თავისუფალი კონკურენციისთვის მცირე ადგილია, შესაბამისად - განვითარებაც რთულია. მეტი ბერკეტი აქვთ კონკურენტებს რომ უსამართლოდ შეგზღუდონ და იჩანჩალო. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ტელემედია სივრცეში რეკლამა რომეფექტურად გაყიდო, სარეკლამო სააგენტომ უნდა გაგყიდოს (და/ან პოლიტიკური ფული ჩაგასხან).სარეკლამო სააგენტოები დიდ ტელევიზიებთან მუშაობენ, იმიტომრომ ყველაზე დიდი წილი მათ მიაქვთ. ეს სააგენტოები, ზუსტად ისე როგორც ტელევიზიები - პარტიული ინტერესით მოქმედებენ და არა კომერციულით.
მაგალითად, რუსთავი ორის სარეკლამო სააგენტო (ის ხალხი მართავდა, ვისგანაც კეზერამ ფორმულა გააკეთა) ღიად მეუბნებოდა, რომ თუ მსურს ტაბულას რეკლამა რუსთავი ორის სარეკლამომ გაყიდოს და თავისი კუთვნილი მისცეს (რასაც დაწერს, არც მეტი, არც ნაკლები) - სააკაშვილის კრიტიკა უნდა შევწყვიტო და მასთან დავლაგდე. იმედის სარეკლამოსთვის ცხადია არც მიმიმართავს.
ჩემი ინტერესი არც სინდისის გაყიდვა ყოფილა, არც ვიღაცის კუდში ჩანჩალი. ამიტომ გავედი იმ სივრციდან, სადაც ამ მაიმუნებს ტაბულას განვითარების შესაფერხებლად ბერკეტები ჰქონდათ - ტელემედიიდან. და შევედი იმ სივრცეში - ანუ ონლაინ - სადაც მეტი თავისუფლებაა და ბელადის მონები ვერ დამეწეოდნენ.ასეც მოხდა - დღეს ონლაინ სივრცეში ტაბულას ერთადერთი კონკურენტი ყავს, რადიო თავისუფლება, რომელიც ამერიკის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. იქ, სადაც თავისუფალი კონკურენციაა, განვითარება დამსახურების მიხედვით ხდება და არა ვიღაცის მონობის.
ტაბულას შინაარსს მე დღეს ჩახსნილი ვარ - თავისით დგას და მიდის იმ ხალხით, ვინც შინაარსზე მუშაობს.ზუსტად იგივეს ვაკეთებთ პარტიაზე.ჩვენ - ევროპული საქართველო - გავედით იმ სივრციდან, სადაც ვიღაც უნიჭო მელეხის, ან ფარჩაკი ბელადის მონა მაიმუნი უნდა იყო, იმისთვის რომ წინ წაიწიო და ვირუსად და ლუკაშენკოდ არ შეგრაცხონ ფარჩაკებმა. ვმუშაობთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთ სივრცეში, სადაც ვიღაც უნიჭო მელეხები თავისუფლებას ვერ გვიზღუდავენ. 2019 წლიდან მოყოლებული, ტელემედიის ნდობა 2 ჯერ შემცირდა. როცა კორუმპირებულ, ოლიგარხიულ მედიას თავს ვესხმი, ორჯერ შემცირებული ნდობის სულისკვეთებას გამოვხატავ.მოკლედ, ტაბულა არის იმის მაგალითი, თუ რა შეუძლია თავისუფალ კონკურენციას.
აი ქვედა სლაიდი კი იმის მაგალითი, რა ხდება როცა ტელემედია კასტრირებულია ოლიგარქების და ბელადების მიერ.
იგივე მოხდება პარტიებზეც. მყარად განვითარდება ის, ვინც კორუმპირებულ მაიმუნებს დაუპირისპირდება და იმ სივრცეში იმუშავებს, სადაც უფრო თავისუფალი კონკურენციაა." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
0
0