27/02/2024
13:00
ტურიზმი
ჩინელი ტურისტები ძალიან სასურველი ტურისტები არიან მთელი მსოფლიოსთვის. მათ ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ძალიან სასურველი იქნება ჩინელი ტურისტი. 2023 წელს 50 ათასამდე ჩინელი სტუმრობდა საქართველოს. წელს გვაქვს მთელი რიგი აქტივობები დაგეგმილი. ვგეგმავთ ვიზიტს ჩინეთში და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში, შანხაიში, სადაც ქართულ ტურისტულ კომპანიებს წავიყვანთ და დავამეგობრებთ, დავაკავშირებთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ასვე ტურიზმის ასოციაციებთან გვექნება მჭიდრო კავშირები და რა თქმა უნდა, ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებს, როგორც ციფრული ასევე ტრადიციული მედიასაშუალებებით“, – აღნიშნა ომიაძემ.
ჩინეთში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
0
0