“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იმის თქმა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი რომც შეიწყალოს, მას მაინც არ გამოუშვებენ, არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება” - ამის შესახებ Newshub.ge-ს „ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ზურაბიშვილმა, მის თვალში ავტორიტეტი მაინც არ ექნება.
„ჩემს თვალში სალომე ზურაბიშვილს, როგორც პოლიტიკოსს, ავტორიტეტი არ გააჩნია. ასე რომ, ამით [სააკაშვილის შეწყალებით] ბევრი არც არაფერი დააკლდება და არც არაფერი მოემატება“, - ამბობს ბობოხიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით.
„სალომე ზურაბიშვილმა თავისი გასაკეთებელი სხვის პასუხისმგებლობად არ უნდა აქციოს. მას თუ უნდა შეწყალება, იმ საკითხებში, სადაც შეწყალება შეუძლია, შეიწყალოს. რას იზამს მერე ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ასე რომ, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან იმის თქმა, რომ „მე რომ შევიწყალო, მას მაინც არ გამოუშვებენ“, არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. მას შეუძლია შეიწყალოს იმ მუხლებით, რომლებზეც განაჩენი უკვე გამოტანილია. ხოლო ვინც არ გამოუშვებს, ეს იქნება იმის პასუხისმგებლობა“, - ამბობს ბობოხიძე.
0
0
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026