
ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე, მწერალ ლაშა ბუღაძის ინიციატივას გამოეხმაურა, “ფორმულას” აქტივების ჟურალისტებისთვის გადაცემის შესახებ.
გოცირიძე წერს:
"ტელეკომპანია “ფორმულა” არის სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმეში უმნიშვნელოვანესი მედიასაშუალება. ლაშა ბუღაძისადმი მიუხედავას ჩემი დიდი პატივისცემისა, მისი მოწოდება, გადაეცეს “ფორმულას” აქტივები ჟურნალისტებს, რბილად რომ ვთქვა, რომანტიკულია.
ქვეყანაში მოქმედი ფაქტობრივად ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება გაკოტრების პირასაა. უმძიმეს ვითარებაში იმყოფება “მთავარი”, არც “ტვ პირველს” აქვს ფინანსურად კარგი მდგომარეობა. ”ფორმულას” კოლექტივისათვის ტელევიზიის გადაცემა ნიშნავს ორიოდე თვეში მის დახურვას.
დამოუკიდებელო ტელევიზიები გადასარჩენია. დრო არ ითმენს. გარე და შიდა დონორების მოსაზიდად ახლავეა საჭირო ქმედით ზომების გატარება და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ" - წერს გოცირიძე.
0
0