
ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გელაშვილი ერთთვიანი კომის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა.
65 წლის მამაკაცი მწყემსებმა გარდაბნის ტყეში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
ის დაუნდობლად სცემეს ხელკეტებითა და ბეისბოლის ჯოხებით. საქმე დაკავებული 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც დანაშაულს არ აღიარებს, კიდევ ერთი ბრალდებული კი ქვეყნიდანაა გაქცეული.
„ბეისბოლის ჯოხით იყო ნაცემი, თავის ქალა იმდენად იყო დაზიანებული რომ თურქეთმა, გერმანიამ და სხვა კლინიკებმა სადაც გადაგზავნილი იყო ანამნეზი, უარი თქვეს მიღებაზე“,- ამბობს დათო ოქიტაშვილი.
შემთხვევა დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ფაქტი პირად კონფლიქტს უკავშირდება.. ის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
0
0
ყაზახეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს
30/12/2025