06/10/2023
18:59
ბადაგონი
უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი Diplomat Global და “ბადაგონი" ბიზნესშერწყმას აპირებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “სფეისნიუსისთვის” გახდა ცნობილი, დღეს ამ მიზნით, კახეთში, “ბადაგონის” ქარხანაში Diplomat Georgia -ამ უპრეცედენტო ე.წ. თიმ ბილდინგ ღონისძიება გამართა, რომელსაც ამ უმსხვილესი ისრაელური ბრენდის 800-მდე თანამშრომელი დაესწრო.
“სფეისნიუსის” ინფორმაციით, დღევანდელი ღონისძიების მიზანია Diplomat Global-ისა და "ბადაგონის" თანამშრომლების გაცნობა და ერთიანი კორპორატიული სულისკვეთების ჩამოყალიბება.
ამასთან, დღევანდელი შეხვედრა მოსამზადებელი ეტაპია საქართველოს ბიზნეს ისტორიაში დაგეგმილი უპრეცედენტო ბიზნეს შერწყმისთვის, რომლის შედეგადაც, უმსხვილესი საერთაშორისო ბრენდი ისრაელიდან, გახდება “ბადაგონის” სრულუფლებიანი თანამესაკუთრე.
0
0