17/05/2022
15:01
ბადაგონი
თუშეთის სეზონის მოახლოვებასთან ერთად, „ბადაგონის სახლი“ ალავერდთან თუშური კულტურის დღეს, „თუშურ ტაბლას“ უმასპინძლებს.
თუშური კულტურის დღეების გამართვა, თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რომელზეც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და „ბადაგონის სახლი ალავერდთან“, ერთად ზრუნავენ.
სტუმრებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ კულინარიული წიგნის „თუშური ტაბლა“-ს პრეზენტაციას, გაეცნონ თუშურ წეს-ჩვეულებებსა და ხელოვნებას. მოისმინონ ტრადიციული ფოლკლორის ნიმუშები - ა(ა)იპ თუშური ბრენდის საარქივო ბაზაზე არსებული - "ფოლკლორის სახლის“ მგალობელ - მომღერალთა გუნდის და ანსამბლი „კესელოს" შესრულებით. დააგემოვნონ: რესტორნის შეფ-მზარეულის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული ადგილობრივი კერძები. „ლაგაზი ბეიქერი“-ს გამომცხვარი წითელი დოლის პური. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზნისთავი“-ს გუდის ყველი. „უშარო“-ს თუშური მცენარეების ჩაი და მურაბები. ადგილობრივი ალუდი და მცენარეული არაყი.
ადგილზე მოეწყობა თუშური ხელსაქმის სახელოსნო, „მზემოე“-ს მიერ შექმნილი, ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა. დასწრება თავისუფალია.
0
0