21/05/2022
22:17
ბადაგონი
თუშეთის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით, “ბადაგონის სახლში” ალავერდთან, თუშური კულტურის დღე, სახელწოდებით ,,თუშური ტაბლა“ აღინიშნა.
ღონისძიებაზე, გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო:
“ბადაგონის სახლის” შეფ-მზარეულის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული ადგილობრივი კერძები;
„ლაგაზი ბეიქერი“-ს გამომცხვარი წითელი დოლის პური;
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზნისთავი“-ს გუდის ყველი;
„უშარო“-ს თუშური მცენარეების ჩაი და მურაბები;
ადგილობრივი ალუდი და მცენარეული არაყი.
ასევე, წარმოდგენილი იყო, თუშური ხელსაქმის სახელოსნო, „მზემოე“-ს მიერ შექმნილი, ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშები.
ღონისძიებას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ა️დგილობრივი და რეგიონული ხელმძღვანელობა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და “ბადაგონის სახლი” ალავერდთან, ერთად ზრუნავენ თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციაზე.
ასევე, მოწვეულ სტუმრებს, წარედგინათ - წიგნის, ,,თუშური ტაბლას“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრები გაეცნენ თუშურ წეს-ჩვეულებებს, დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები და მოისმინეს ტრადიციული ფოლკლორული ნაწარმოებები.
0
0