17/04/2024
18:47
პოლიტიკა
“რამ აიძულა მმართველი პარტია აღნიშნული კანონპროექტი ხელახლა დაენიცირებინა” - spnews-ის შეკითხვაზე კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
„ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, მათ შორის ის, რომ არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა თავისი უშუალო საქმიანობისთვის მიღებული ფული, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი.
მეორე მიზეზი, ვფიქრობ, იყო ის, რომ პრეცედენტი შეიქმნა, სხვადასხვა ქვეყანამ, მართალია სხვადასხვა ტიპის, მაგრამ დაახლოებით ამ პათოსის კანონების მიღების სერია მოეწყო. მაგალითად, საფრანგეთში არის მსგავსი კანონი, თუმცა მითითებულია, რომ აღნიშნული კანონი არ ეხება ევროკავშირის ქვეყნებს. თუ ამ კანონს გვერდზე გადავდებთ და ავიღებთ სხვა დოკუმენტს, ფრანგული სამსახურების მიერ შექმნილი დოკუმენტების მიხედვით, განსაკუთრებული მტერი ჩინეთი და რუსეთია.“- აღნიშნა არეშიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, როგორც ძირითად შემთხვეევაში, ამ ვეტოს დაძლევს მმართველი პარტია.
„როგორც ხშირად ხდება, ვეტოს დაძლევა მოხდება. პროგნოზის გაკეთება მიჭირს, თუმცა მგონია, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, აქტიურობა ნაკლები იქნება არა საზოგადოების, არამედ პოლიტიკური ელიტის, მე ვთვლი, რომ დამოკიდებულებები შეიცვლება".- ამბობს არეშიძე.
როგორც ცნობილია, დღეს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დოკუმენტს მხარი 83-მა დეპუტატმა, დაუჭირა.
0
0