02/10/2021
16:12
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით აღიზიანებთ.
„ახალაია – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
უგულავა – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
მერაბიშვილი – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
ციხის ჯალათები – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
ქარდავა – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
სააკაშვილი – დაიჭირეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს;
ამიტომ ვერ იტანენ ნაცები და მათი სატელიტები ღარიბაშვილს განსაკუთრებულად, არასოდეს რო არ “დალაგდა” მათთან და ყოველთვის ყველაფერზე პასუხი მოთხოვა. ჯერ სად ხართ, ყველას ყველაფერზე მოეკითხება,“- წერს ბექა მჭედლიშვილი.
ცნობისათვის, ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავების შესახებ, გუშინ, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა.
“მინდა ჩვენ საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
0
0