
„ყველა დასკვნაში წერია, რომ მას აქვს გადაადგილების პრობლემა, ატაქსიური სიარული და სწორედ ეს ჩანს კადრებში“, - ასე ეხმაურება ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი, პენიტენციური სამსახურის მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ კადრებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ჯიშკარიანის თქმით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ კადრებით მხოლოდ და მხოლოდ დასტურდება ის, რომ მისი მდგომარეობა არ არის კარგი. ყველა დასკვნაში წერია, რომ მას აქვს გადაადგილების პრობლემა, ატაქსიური სიარული {ნევროლოგიური სინდრომი, რომელიც ხასიათდება კიდურების, სხეულის და ქალას კუნთების მოუხერხებელი, არაკოორდინირებული მოძრაობით} და სწორედ ეს ჩანს კადრებში, გადაადგილდება მოკლე ნაბიჯებით, ინერციით პრაქტიკულად და ალბათობა იმისა, რომ წონასწორობა დაკარგოს და წაიქცეს - არის დიდი. არაერთი ფაქტი არის, სადაც სააკაშვილმა დაკარგა წონასწორობა და წაიქცა“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
0
0