11/12/2021
16:02
პოლიტიკა
“ერიიდან:
შერიგები რეცეპტი
ქალბატონმა პრეზიდენტმა დააანონსა, შერიგებისთვის დისკუსი უნდა დავიწყოთო.
ბატონი ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა:
შერიგება აუცილებელია და ჩვენ მომხრე ვართო,
მაგრამო,
ამას წინაპირობა აქვსო.
და ეს წინაპირობა არისო
სინანული და მონანიებაო.
აი, გამოდის მიხეილ სააკაშვილი და ჩამოთვლის თავის დანაშაულებებს,
მერე მოინანიებს,
მერე ბოდიშს მოიხდის,
მერე იტყვიან, რომ ამ დანაშაულებების ჩამდენ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას არ აქვს უფლება პოლიტიკაში. დარჩესო.
და…
მაშინვე შევრიგდებითო.
სიტყვასიტყვით ჩავიწერე და აგერ მოგართვით ბ- ნი კობახიძის შერიგების რეცეპტი.
თქვან, რომ პოლიტიკაში დარჩენის უფლება არა აქვს ამ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიასო.
პოლიტიკურ პარტიასაცო, აბა!..
“ მე თქვენ დაგასრულებთ!””- ბატონი გახარია რომ იქადნებოდა, ა, ბატონო, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული.
გამოვლენ, მოინანიებენ, ბოდიშს მოიხდიან და წავლენ პოლიტიკიდან.
ჰოდა, დასრულდებიან კიდეც.
აგერ არ ყოფილა მზამზარეული რეცეპტი?))” – წერს ნატიო ჩხეიძე.
0
0