13/09/2021
13:18
პოლიტიკა
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს, „სიმხდალის გამო“ არაერთხელ გაუცრუებია საკუთარი ამომრჩევლისთვის იმედი და სავარაუდოდ, ვერც ახლა შეძლებს, თავისი დანაპირების შესრულებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
„ამას ჰპირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.
ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვრიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი. რა 40 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ გამართული?!“- განაცხადა კობახიძემ.
0
0