13/09/2021
13:15
პოლიტიკა
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, გამოწვევა თავად გახარიამ მიიღო, თუმცა ამ ეტაპამდე ტესტი არ გაუკეთებია.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ ნარკოტესტის ინიციატივამ ოპოზიციის სახე გამოაჩინა.
„კახა კალაძის ინიციატივა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის შესახებ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში არ ყოფილა. ის მერობის დროს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ ინიციატივას ახორციელებდა. ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა ელემენტარული ნაბიჯი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის მერობის კანდიდატს ნარკოტესტი ჩაებარებინა და ეთქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ეს სავალდებულო არ არის, ნარკოტესტს აბარებს. როგორც ჩანს, ზოგს ამის შეეშინდა. შეიძლება ზოგს იმის ამბიცია ჰქონდა, რომ ფიქრობს, რატომ უნდა ჩააბაროს ნარკოტესტი კახა კალაძის ინიციატივის გამო. ამ ნარკოტესტმა ოპოზიციის სახე გამოაჩინა – როდესაც ასეთ ელემენტარულ შემოთავაზებაზე ვერ თანხმდები და არ აკეთებ, გასაგებია, უფრო დიდ საქმეებთან დაკავშირებით, როგორი პრობლემები შეიძლება გქონდეს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
0
0