„Deutsche Welle“: გერმანიის ახალი მთავრობა - შტრიხები მინისტრთა პორტრეტისათვის
09/12/2021 19:33
19:33
გერმანიის ბუნდესტაგმა 8 დეკემბერს, ქვეყნის ახალი მთავრობა, კანცლერ ოლაფ შტოლცის ხელმძღვანელობით, ოფიციალურად ჩამოაყალიბა, რომელიც კოალიციურია და სამი პარტიის - „სოციალ-დემოკრატების“, „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „მწვანეების“ წარმომადგენლებისაგან შედგება. თავიანთი პოლიტიკური შეფერილობისდა მიხედვით (წითელი, ყვითელი, მწვანე), ახალ გერმანულ სამთავრობო კოალიციას მეტსახელად „შუქნიშანს“ უწოდებენ.
09/12/2021 19:33
19:33
ყატარის ყოველდღიურ ინგლისურენოვან გაზეთ The Peninsula-ში გამოქვეყნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის ინტერვიუ სათაურით „საქართველო დაინტერესებულია ყატართან თანამშრომლობით“ (ავტორი - ფაზინა სალიმი, ჟურნალისტი).
13/12/2021 18:43
18:43
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით „როგორ, თქვენ გინდათ მოსკოვის სამთავროდ გადავიქცეთ?“ - რეჟისორმა ალექსანდრე სოკუროვმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კავკასიის „გაშვება“ შესთავაზა“.
13/12/2021 18:46
18:46
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deutsche Welle) აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით „განხეთქილება ლიეტუვასა და ჩინეთს შორის: რით დასრულდება ვილნიუსისა და პეკინის დაპირისპირება ტაივანის გამო?“ (ავტორები - თომას ლაჩანი და ელინა გიუნკელი).
13/12/2021 18:49
18:49
ამერიკულ გაზეთში - USA Today-ში გამოქვეყნებულია მასალა სათაურით „უკრაინა-რუსეთის კონფლიქტი: ამერიკას მშვიდობის შესანარჩუნებლად უფრო უკეთესი იდეა ჭირდება, ვიდრე ნატოს გაფართოება“ (ავტორი - მაიკლ ჰენლონი, ანალიტიკოსი, ბრუკინგის ინსტიტუტის თანამშრომელი).
17/12/2021 20:36
20:36
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინას ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობას დაპირდნენ, - ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკლ კრეპონი ჟურნალ „ფორბსის“ (Forbes) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „არეულობა უკრაინასთან დაკავშირებით: როგორ მოვხვდით ამ სიტუაციაში და როგორ ვებრძოლოთ პუტინის მუქარებს“.
17/12/2021 20:40
20:40
გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ მიჰყავს საქმე კრემლს ახალ ომამდე“’, რომელშიც კომენტირებულია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ხელშეკრულებების პროექტები აშშ-სთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებთან.
20/12/2021 18:46
18:46
ფრანგული ტელეკომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews, ოფისი ლიონში) მიერ ეთერში გადაიცა ვიდეორეპორტაჟი სათაურით „30 წელი სსრკ-ის გარეშე: საქართველოს საბჭოური წარსულის გააზრება“ (ავტორი - ალექსანდრ კაზაკევიჩი), რომელშიც ნაჩვენებია თბილისის - ოდესღაც საბჭოთა საქართველოს, ახლა კი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქის დღევანდელი ცხოვრება.
27/12/2021 20:50
20:50
გერმანულმა ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა მასალა სათაურით „30 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან“, რომელშიც გადმოცემულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა თვალსაზრისი წარსულზე და აწმყოზე.
27/12/2021 20:56
20:56
გერმანულ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთ „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგ“-ში (Frankfurter Allgemeine Zeitung) რუბრიკით „კრიზისი აღმოსავლეთ ევროპაში“, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის ოცნებები და კოშმარები“ (ავტორი - კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერი, პოლიტიკური მიმომხილველი). პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ რუსეთთან მომლაპარაკებელი პირები ვლადიმერ პუტინის „ხელქვეითებად“ არ უნდა გადაიქცნენ და ხელი არ უნდა შეუწყონ რუსეთის ლიდერის სურვილის შესრულებას გეოპოლიტიკური რევიზიონიზმის განხორციელების საკითხში.
28/12/2021 21:33
21:33
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deuitsche Welle), ეხმაურება რა საშობაო დღესასწაულის პერიოდს და მოსახლეობის წინასაახალწლო სამზადისს, აქვეყნებს სტატიას სათაურით „მსოფლიოში ყველაზე პოპულარული „ნაძვის“ ხე კავკასიაში, ბორჯომთან ახლოს იზრდება“, რომელშიც ყურადღებას უთმობს მნიშვნელოვან საშობა-საახალწლო ატრიბუტს - ნაძვის ხის საზეიმოდ მორთვის რიტუალს და საერთოდ, მის ისტორიას. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
30/12/2021 19:27
19:27
ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ რევიუ“-ში (National Review) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადის წინაშე არ უნდა დავიჩოქოთ!“ (ავტორი - კევინ უილიამსონი), რომელშიც, ნატო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ხაზგასმულია, რომ დასავლეთმა გათავხედებულ რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს და „თუ საჭიროა, ცხვირიდან სისხლიც წამოადინოს“.
30/12/2021 19:29
19:29
ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წელს გამოვიდა ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“. შეგახსენებთ, ეს წიგნი დაიწერა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ყველამ მიიჩნია რომ დასავლურლ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგს გლობალური ალტერნატივა აღარ ჰყავს. ფუკუამამ „ისტორიის დასასრულში“ იგულისხმა, რომ ალტერნატიული გლობალური პოლიტიკური წესრიგი ლიბერალური-დემოკრატიის გარდა აღარ იარსებებდა და შესაბამისად იდეოლოგიური დაპირისპირებებიც აღარ იქნებოდა, ხოლო ლიბერალიზმი დაიწყებდა ტრიუმფალურ სვლას. პარლელურად 1981 წლიდან დაწყებული ნეოლიბერალიზმის აღზევებამ დასავლეთში, რომელოიც მალევე გლობალურ ტრენდად იქცა. მიიჩნეოდა რომ თავისუფალ ბაზარს, ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის ლიბერალურ გაგებას კონკურენტი ვეღარ გამოუჩნდებოდა. ამ იდეებით იყო მონუხული მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება. მას შემდეგ რაც 1991 წელს დაინგრა საბჭოთა კავშირი, მის ყოფილ რესპუბლიკებში, თითქმის ყველგან გატარდა ერთნაირი რეფორმები, როგორებიც იყო პრივატიზაცია, ეკონომიკური რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი იმედით უყურებდნენ, რომ ლიბერალური რეფორმები მათ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, ამიტომ ისინი ხშირად დასავლელ ექსპერტებს იწვევდნენ და მათი რჩევებით ახორციელებდნენ რეფორმებს. რუსეთში მალევე გამოიწვია ამ რეფორმებმა საზოგადოების უკმაყოფილება, პრივატიზაციას უწოდეს „პრიხვატიზაცია“ (მიტაცება), ხოლო დემოკრატიას - „ძერმოკრატია“. ლიბერალურმა რეფორმებმა გააქრეს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 10 000-მდე ქარხანა, მილიონობით ადამიანი იქცა უმუშევრად და იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, ამას ემატებოდა საზოგადოების არნახული კრიმინალიზაცია. ლიბერალმა იდეოლოგებმა და ექსპერტებმა, იმისთვის რომ აეხსნათ ლიბერალური პროექტის წარუმატებლობა ამ რეგიონში, დაიწყეს გადაბრალებები სხვა ფაქტორებზე/ მათ ძირითადად ორი მიმართულებით აიღეს გეზი: 1) ყველაფერი საბჭოთა წარსულის ბრალია და 2) ყველაფერი ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ბრალია, რომელიც ლიბერალიზმთან არ მოდის თანხვედრაში, ამიტომ ძირითად მტრად გამოაცხადეს ადგილობრივი დომინანტური რელგიები (ჩვენ შემთხვევაში მართლმადიდებლობა). დაიწყო საბჭოთა კავშირის გააზრების და მონინიების პროექტი, რომელიც გვეუბნებოდა რომ თურმე სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი დამნაშავე ყოფილან, რომ ჩვენ, როგორც გერმანელებმა ისე უნდა მოვინანიოთ საბჭოთა წარსული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვთავისუფლდეთ მისგან. ბუნებრივია ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა ისტორიულ და იდეოლოგიურ განსხვავებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაქტებთან თუ ცოცხალ მეხსიერებასთან. ასევე დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც გვეუბნებოდა რომ მართლმადიდებლობა ყოფილა არათავისუფლების, მონების რელიგია, რომ ჩვენ უნდა საზოგადოების ისეთი სეკულარიზმი მოვახდინოთ, როდესაც მართლმადიდებლობა ვეღარ შეძლებს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულოს. ყველაფერი ეს ხდებოდა დასავლური გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც რუსეთში, ისე დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში.
04/04/2022 19:53
19:53
ომის დაწყება ადამიანებში ერთგვარ სასოწარკვეთას იწვევს. ეს განწყობა კი მშვიდობის ერთობ ადამიანური სურვილითაა ნაკარნახევი - იმედით, რომ „ომი ახლა მაინც არ მოხდება“. ადამიანს, როგორც გონიერ არსებას, სურს მშვიდობა, და ეს სავსებით გასაგებია. თუმცა, როგორც მეოცე საუკუნემ დაგვიდასტურა, ადამიანის გონივრული ნაწილი მისი სულიერი სამყაროს მხოლოდ მცირე შემადგენელია. ხშირად, ადამიანის სულს არაცნობიერის სიღრმეებიდან დაძრული ომის გენია მოიცავს. ომის გენია, ეს სტიქიური ძალა, შეგვახსენებს იმას, რისი დავიწყებაც გვსურს ჩვენ, ვით მშვიდობის მოსურნე გონიერ არსებებს: ქმნადობა და სიცოცხლის დაუოკებელი ძალა, მუდამ მიისწრაფვის ახლებური ფორმაციებისკენ, ძალთა ახლებური ბალანსებისკენ, რომლებიც მშვიდობით მყარდებიან, რათა მოგვიანებით კვლავ ომით იქნენ დარღვეულნი.
04/04/2022 20:22
20:22
ცნობილი ესტონელი საზოგადო მოღვაწე მეელის კუბიტსი ევროპელებს სისუსტეში და ლაჩრობაში ადანაშაულებს და უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანებაზე საუბრობს. როგორც მეელის კუბიტსი ამბობს, „ევროპის ხალხების თვითკმაყოფილება და ხელისუფლებაში მყოფთა სიმხდალე შეიძლება, სრულიად მოულოდნელად, ევროპელებისთვის დამატებითი დაძაბულობის წყარო გახდეს“.
06/04/2022 19:25
19:25
მსოფლიოში, და მათ შორის, საქართველოშიც, საზოგადოების მხრიდან იკვეთება მკვეთრი დაინტერესება და მოთხოვნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინფორმაციის მოხმარების მიმართ. ცხადია, რომ ამ მზარდი ტენდენციის ერთგვარ ტრიგერად იქცა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში.
07/04/2022 16:34
16:34
ყოველი ეპოქა გარკვეული წამყვანი პარადიგმითაა წარმართული. რაც მნიშვნელოვანია, ეს პარადიგმა ვრცელდება არა რომელიმე განცალკევებულ სფეროში, არამედ მოიცავს კულტურისა თუ სოციალური ცხოვრების მრავალ სფეროს - იქნება ეს მეცნიერება, ხელოვნება თუ ყოფითი ურთიერთობები. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნეში, ემილ ზოლას ნატურალიზმი ლიტერატურაში, პარადიგმატულად ენათესავებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა არნახულ აღმასვლას, ხოლო მეოცე საუკუნის ეთიკური რელატივიზმი - აინშტაინის რელატიურობის თეორიას.

21/04/2022 20:57
20:57
თითქმის 20 წლის წინ, 2005 წლის 8 ნოემბერს, გვიან საღამოს დამირეკა ჩემმა, აწგარდაცვლილმა ახლო მეგობარმა, ნანა ზარდიაშვილმა, რომელიც იმხანად, მაშინდელი „პირველი არხის“ გენერალური პროდიუსერი იყო და ასეთი რამ მითხრა: - ახლა, მთავრობიდან დაურეკეს ტელევიზიის დირექტორს და უთხრეს, - ხვალ არ აჩვენოთ „ჯარისკაცის მამა“, რადგან ფილმმა, შეიძლება, საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია გამოიწვიოსო.
05/05/2022 20:46
20:46
დღევანდელ სამყაროში მრავალი გავლენის ჯგუფი არსებობს - იქნება ეს ფინანსური კაპიტალი, მწარმოებლური კაპიტალი თუ, ერი-სახელმწიფო. ინტერეს ჯგუფთა ზრდისა და გამრავალფეროვნების ფონზე, არაა გასაკვირი, რომ განსაკუთრებული სიმწვავით დგება იდეოლოგიის საკითხი. ყველა ჯგუფი ცდილობს საკუთარი ფართო თუ ვიწრო ინტერესის გატარებას.
16/05/2022 20:00
20:00
მსოფლიო ისტორია საკმაოდ დინამიურია და ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება. ისტორიას ახსოვს ვესტფალიის სისტემა, სადაც ჩამოყალიბდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის პრინციპი, ერი-სახელმწიფოს პრიმატი, სახელმწიფოებს შორის თანასწორობის სამართალი და ა.შ. ამ სისტემამ იარსება ნაპოლეონის დამარცხებამდე, რომლის შემდეგაც ჩამოყალიბდა ახალი ვენის საერთაშორისო სისტემა. ვენის სისტემამ დიდ კოალიცებს დაუდო საფუძველი, რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა ახალ-ახალი კავშირები (ანტანტის და სამთა კავშირი) რომლის ძალთა ბალანსზე ყალიბდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა, ამ სისტემამ იარსება მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე იალტა-პოსტდამის სისტემა, რამაც რეალიურად ორ ზე-სახელმწიფოს აშშ-ის და სსრკ-ს შორის გაყო მსოფლიო გავლენები. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი კვლავ ახალი სისტემა ყალიბდება, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიაზე დგას. ეს სისტემა დღეს ჩვენ თვალწინ ინგრევა. თქვენ თუ დააკვირდებით ამ საერთაშორისო სისტემებს, ნახავთ რომ მთავარი მოქედი პოლიტიკური სუბიექტები ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის სახელმწიფოები იყვნენ, რომლებთაც საერთო ცივილიზაციური, პოლიტიკური ღირებულებები ჰქონდათ მეტ-ნაკლები განსხვავებებით. დანარჩენი კონტინენტები ამ სისტემას ერგებოდნენ. დღეს კი სიტუაცია შეცვლილია, დღეს გაჩნდნენ ძლიერი არადასავლური სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებით, მაღალი ტექნოლოგიებით და საკუთარი ცივილიზაციური იდენტობით.
რუსეთ-უკრაინის ომი პირველი არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარი იყო არსებული საერთაშორისო სისტემის ნგრევის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროპელები კი შეუერთდნენ, მაგრამ აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოები არ შეურთდნენ. ჩვენ ვხედავ ამ სიტუაციაში, რომ ყველა დიდი სახელმწიფო ექსკლუზიურად საკუთარ ინტერესებიდან მოქმედებს და ყველა არ ემორჩილება აშშ-ის მითითებებს.
იწყება ის, რაც თავის დროზე იმანუელ ვალერშტაინმა იწინასწარმეტყველა, ლიბერალური ჰეგემონიამ კაცობრიობა მიიყვანა სხვდასხვა ზონების შექმნამდე. მრავალპოლუსიანი სისტემა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.
ახალი სამყაროს როგორი სურათი იხატება დღეს?
1. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ვაჭრობის ცვლილებებს, რაც გამოიწვევს ძველი გლობალიზაციის პერეფორმატირებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, აღმოჩნდა რომ რუსეთს აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ესე ჭირდება განვითარებულ დასავლეთს. კონკრეტულად რუსეთს აქვს ენერგორესურსები, მას აქვს ურანის მარაგი, ხე-ტყის მარაგი, რკინის და ძვირფასი ლითონის მარაგი და რაც მთავარია რუსეთს აქვს სასოფლო სამეურნეო მარაგი. მას შემდეგ რაც რუსეთმა და ინდოეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხორბალს, სიმინდს არ გაიტანენ ექსპორტზე, ევროკავშირში დაიწყეს საუბარი მოსალოდნელ შიმშილზე. ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყნები იძულებულები იქნებიან მიმართონ ავტარქიულ ეკონომიკას, რაც გამოიწვევს ძველი გლობალური ვაჭრობის სისტემის მოშლას.
2. რუსეთზე სანქციების დაწესებით, ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანიაში და ა.შ) სახელმწიფომ მოქალაქეეებს მოუწოდა ეკონომიურად მოეხმარად გაზი, უფრო თბილად ჩაეცვათ და ა.შ. პროდუქციის დეფიციტი, ყველაზე მეტად ურტყავს თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებას, რომელიც შეეჩვია მოხმარების მაღალ დონეს. როგორც ევროპაში, ისე რუსეთში საზოგადოების ყველაზე კონსუმერული ნაწილი ამ მოვლენებს ყველაზე მძიმედ გადაიტანს. ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ კონსუმერული საზოგადოების მიგრაციებს, როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდანაც. სახელმწიფოები იძულებულები იქნებიან სხვა ტიპის საზოგადოება შექმნან და დაეყრდნონ მათ.
3. საინფორმაციო სივრცეში უკვე დღეს ვხედავთ გლობალიზაციის პირველ ბზარებს. ჩინეთი საკუთარ ინტერნეტს ქმნის, რუსეთმა დაანონსა საკუთარი ინტერნეტის შექმნა. ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, რუსული არხები, სოციალური მედია დაიბლოკა. ეს პროცესი ბიძგს მისცემს ჩაკეტილი საინფორმაციო სისტემების შექმნას. გლობალურ საინფორმაციო სივრციდან ჩვენ გადავდივართ, რეგიონალურ და ცივილიზაციურ საინფორმაციო სივრცის შექმნამდე. ეს კი პირველი და მთავარი ნიშანია, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის აზროვნება, სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები და ის უნივერსალური პრინციპები, რასაც ამდენი ხანი ვიყავით შეჩვეული, იქნება ეს „ადამიანის უფლებები“, წარმოდგენა ჰუმანიზმზე, წარმოდგენა სიკეთეზე და ბოროტებაზე აღარ იარსებებს, მას შეცვლის ცივილიზაციური წარმოდგენები
4. ლიბერალიზმი რომელიც ამ გლობალიზაციის სისტემაზე და სამომხარებლო საზოგადოებაზე დგას, დეფიციტურ ეკონომიკის და ფრაგმენტირებულ სამყაროს პირობებში ვეღარ იქნება წამყვანი პოლიტიკური იდეოლოგია. ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც უნარი ექნებათ მოახდინონ საზოგადოების ხანგრძლივი მობილიზაცია, ის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ყველაზე ეფექტურები. შესაბამისად უნდა ველოდოთ საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების გაზრდას, იმ თავისუფლებების შეზღუდვას რაც აქამდე ნორმად ითვლებოდა.
ყველა ეს ცვლილება რადიკალურად ცვლის სამყაროს და კაცობრიობას. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც წააგავს XV-XVI საუკუნეებს, როდესაც ჩნდებოდნენ ახალ-ახალი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები და მათ შორის გაუთავებელი დაპირისპირებები იყო. შესბაამისად ერთი რამ ცხადი: მშვიდობიანი ეპოქა მთავრდება, გეშინოდეთ ახალი დროების!

18/05/2022 19:05
19:05
ის შეურაცხყოფდა ყველაფერს, ის მოწინააღმდეგეებს ბიომასას უწოდებდა, ის გვიფსამდა ღვინოსა და ბორჯომში, ის აგინებდა ქალს უშვერი სიტყვებით პირდაპირ ეთერში; მისთვის ოლიმპიური ჩემპიონი და ჭადრაკის ლეგენდა მხოლოდ იმიტომ ხდებოდა სალანძღავი, რომ ისინი უბრალოდ, „ნაცები“ არ არიან. ცხადია, საუბარია „მედია-მენეჯერ“ ნიკა გვარამიაზე - ფეიქ-კანტორის, „მთავარი არხის“ აწ უკვე ყოფილ დირექტორზე.
ნიკა გვარამია, ერთი შეხედვით, მარტივი და ბევრისთვის მომაბეზრებელი არსებაა. თუმცა, სინამდვილეში, იგი, როგორც კულტურულ-ეგზისტენციალური ფენომენი მეტად სიმპტომურია. ის წარმოადგენს დღევანდელი ეპოქის გაბატონებული ტრენდის - ლიბერალური-პოსტ-მოდერნიზმის განსხეულებას. მისი ფრაზა, რომ 21-ე საუკუნეს ფაქტები კი არა აღქმები წარმართავს, სწორედ პოსტ-მოდერნულობის (თუ დავაზუსტებთ, პოსტ-მოდერნის ვულგარული ნაირგვარობის) მამოძრავებელი პრინციპია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რაც მოხდა? მთავარია ის, თუ როგორ ვაჩვენებთ ხალხს. მთავარია, ჭიქას ყურს საიდან მოვაბამთ! თუმცა, არა. ჭიქისთვის ყურის მობმა - ეს უფრო ინტერპრეტაციის ხელოვნებაა, უფრო საკუთარი პოზიციის მართებულობის ფართო მასებისთვის წარდგინების ხელოვნებაა. გვარამიას პოსტ-მოდერნიზმი კი არის ბანალურ „ფეიქებსა“ და ისტერიულობაზე აგებული, - უკიდურესად ვულგარული თვით პოსტ-მოდერნულობის სტანდარტების მხრივაც კი.
გვარამია არის პოსტ-მოდერნულობის იმ ხაზის გამგრძელებელი, რომელიც ებრძვის ყოველივე ტრადიციულსა და შინაარსიანს, - ცივილიზაციის იმ მონაპოვრებს, რომლებიც ადამიანს ადამიანობას უნარჩუნებს და ადამიანს ბიომასად (!) გადაქცევისაგან იცავს. რელიგიის ლანძღვა, ტრადიციაზე გავეშებული შეტევა, დამსახურებული ადამიანების პოლიტიკური ნიშნით ძაგება და დამუნათება - ეს პოსტ-მოდერნული შინაარსია. ხოლო გვარამიასეული ლამის მანიაკალური პერფორმანსები, უკიდურესი პანიკიორობა, ტირილი პირდაპირ ეთერში, ფქვილის სახეში შეყრა, გაუთავებელი ლანძღვა-გინება - ეს ვულგარული, აგრესიული პროვინციალიზმის მიერ მინიჭებული ფორმაა. მიზანი კი შურისძიებაა ცივილიზაციასა და კულტურაზე.
რა არის შურისძიება? მოდით ჩავიდინოთ მკრეხელობა და პრიმიტიული მედია-მენეჯერის ანალიზიდან ონტოლოგიის სფეროში გადავინაცვლოთ. ადამიანის არსებობა, მისი ყოველი წამი, ნაკლოვანებით არის ნაკურთხი. ჩვენი არსებობა ფუნდამენტურად ნაკლოვანია. ჩვენ ყოველთვის, მეტ-ნაკლები სიმძაფრით, განვიცდით ამ ნაკლოვანებას - უბრალოდ, ზოგიერთი ადამიანი ამ ნაკლოვანებას სრულფასოვნად იაზრებს და მას პროფესიული სრულყოფისა და ეთიკური ცხოვრების წინაპირობად გაიხდის, ზოგი კი ... ხდება გვარამია, ანთხევს გესლს, შურს, ბოღმას და ნაკლოვანებასთან გამკლავებას ტყუილებითა და სხვების დამცრობით ლამობს. ასეთები ნაკლოვანების პრინციპს გარემოზე შურისძიების წყაროდ აქცევენ.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ გვარამია ცალკე აღებული შემთხვევაა - არა, ის ეპოქის სიმპტომია, მისი გარდაუვალი ეგზემპლიარია - იმ ეპოქის, რომლის მედია-აქტორები ეკრანებიდან სიყალბესა და ღვარძლს აფრქვევენ. სწორედ ასეთებზე თქვა თავის დროზე ნიცშემ: „ისინი ანთხევენ ნაღველს და ამას უწოდებენ გაზეთს“. მაშინ, მეცხრამეტე საუკუნეში, ნიცშემ იმ ეპოქის ნიშნები ამოიცნო, რაც ჩვენ, ციფრული-საინფორმაციო კულტურის შვილებს საერთოდ აღარ გვაკვირვებს - მედია-მენეჯერები, სიცრუის გენერირება, პიარის დიქტატურა, რეალობის გაუქმება და ვირტუალურის გაბატონება.
დავუბრუნდეთ გვარამიას. ის, როგორც ვთქვით, ამავე დროს, არა ლიბერალური მოვლენა. მისი ესთეტიკა, მისი სოლიდარობა ლგბთ თემისადმი, მის მიერ განსხვავებული აზრისთვის „რუსეთუმეობის“ ისტერიული წოდება - ეს ყველაფერი გვარამიას იმ გლობალური ტრენდის ნაწილად აქცევს, რაც მთელს პლანეტაზეა გამეფებული. არგუმენტირებული დისკურსის ნაცვლად სხვათა აზრის დამუნათება, „მოღალატის“ და „აგენტის“ დაუფიქრებლად წოდება, პიარ-ტექნოლოგიის ლიბერალური დიქტატი, ნეო-ტრაიბალიზმი, რომლის მიხედვითაც, ვინც ჩვენს ტომშია კარგია, ვინც არა - ცუდი. აი, ეს ის ლიბერალური ტრენდია, რაც გამეფებულია, ხოლო ნიკა გვარამია მისი ერთი თვალსაჩინო ეგზემპლიარია! ამ თვალსაჩინოებას კი, ცხადია, მენტალური პროვინციალიზმი განაპირობებს, - ანუ ჩვენს თანამოქალაქეთა ნაწილში გამეფებული მიდრეკილება, რომ ხარბად დაეწაფონ „ცენტრში“ გამეფებულ ტენდენციებს, ხოლო ცოცხლად ყოფნით გამოწვეული გარდაუვალი ნაკლოვანების განცდა (ეგზისტენციური უფსკრული) მზა იდეოლოგიური ფორმულებით შეავსონ. ამით ისინი თავს მიანებებენ დემონს, რომელიც ადამიანს ბიომასად აქცევს, აუქმებს რა პიროვნულობისა და სინდისის რეგისტრებს.

23/05/2022 19:29
19:29