1968 წელი. თბილისში შემოდგომის თბილი დღეები დგას. 17 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი ეთერზეთების სპეციალისტთა მე-4 საერთაშორისო კონგრესს მასპინძლობს, რომელშიც 700-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს მსოფლიოს სამ ათეულამდე ქვეყნიდან, მათ შორის – აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან, ბრაზილიიდან… კონგრესზე ეთერზეთების წარმოებასთან დაკავშირებული საკითხებს იხილავენ, ლაპარაკობენ ეთეროვანი ზეთების შემცველი მცენარეების გავრცელების გაფართოებაზე, პარფიუმერიის როლსა და მნიშვნელობაზე…
13/09/2021 17:51
17:51
რუსულ ჟურნალ „დომაშნიი ოჩაგ“-ში («Домашный очаг») გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „პოემა მშვენიერი ქალბატონის პატივსაცემად – მეფე თამარი და შოთა რუსთაველი: პოეტს ქალი საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, მაგრამ მეფე-ქალს საპასუხო გრძნობის გამოვლენის უფლება არ ჰქონდა“, რომელშიც დიდი ქართველი პოეტის – შოთა რუსთაველის თამარ მეფისადმი სიყვარულის ამბავია გადმოცემული.
13/09/2021 22:01
22:01
როგორც ცნობილია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და დიდი მსხვერპლის გამომწვევი პანდემია „ესპანური გრიპის“ (ანუ „ისპანკა“, Influenza Pandemic, როგორც მას უწოდებდნენ) ევროპაში და აშშ-ში 1918-1919 წლებში მოხდა. ინფექციამ სხვადფასხვა მონაცემებით, 30-დან 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. იმავე პერიოდში ეპიდემიის გამკლავება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასაც მოუხდა.
13/09/2021 22:07
22:07
ბრიტანული გაზეთი «Daily Mail» დღევანდელ ნომერში აქვეყნებს ჟურნალისტ ტედ ტორნჰილის სტატიას სათაურით – „სტალინური ეპოქის საბჭოთა რივიერის“ შიგნით: დანგრევის პირას მისული ოდესღაც ბრწყინვალე სანატორიუმები, რომლებშიც დღეს ლტოლვილები ცხოვრობენ“. პუბლიკაცია კურორტ წყალტუბოს ეხება.
13/09/2021 22:09
22:09
გერმანული რადიოს „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნატოსთან „გაყრის“ შემდეგ პუტინი დაძაბულობის გრადუსს სწევს“, რომელშიც კომენტირებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ მოსკოვში ნატოს მისიისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის დახურვის გადაწყვეტილება.
19/10/2021 17:40
17:40

„კრემლისადმი უნდობლობის გამო რუსები აცრის გარეშე რჩებიან“ - The New York Times
19/10/2021 17:44
17:44
ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს ვრცელ სტატიას სათაურით „კრემლისადმი უნდობლობის გამო რუსები აცრის გარეშე რჩებიან“ (ავტორი - ვალერი ჰოპკინსი). პუბლიკაციაში განმარტებულია, თუ რატომ აღმოჩნდა რუსეთი მსოფლიო ლიდერი კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებლების მიხედვით.
19/10/2021 17:44
17:44

„ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: „თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...“
21/10/2021 19:55
19:55
„პირდაპირი ავიარეისი მინსკიდან, უვიზო რეჟიმი, ენობრივი ბარიერის არარსებობა, ქვეყნაში ერთი წლით ცხოვრების შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე - ბევრი ბელარუსი, რომელიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებისაგან დევნას განიცდის, საქართველოში მიემგზავრება“, ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ მასალაში სათაურით „ემიგრანტი ბელარუსები საქართველოში: „თავდაპირველად გეჩვენება, რომ დასასვენებლად მიდიხარ...“. მასში რამდენიმე ადამიანის ისტორიაა გადმოცემული.
21/10/2021 19:55
19:55
ფრანგული ტელეკომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews, ოფისი ლიონში) მიერ ეთერში გადაიცა ვიდეორეპორტაჟი სათაურით „30 წელი სსრკ-ის გარეშე: საქართველოს საბჭოური წარსულის გააზრება“ (ავტორი - ალექსანდრ კაზაკევიჩი), რომელშიც ნაჩვენებია თბილისის - ოდესღაც საბჭოთა საქართველოს, ახლა კი დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქის დღევანდელი ცხოვრება.
27/12/2021 20:50
20:50
გერმანულმა ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა მასალა სათაურით „30 წელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან“, რომელშიც გადმოცემულია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა თვალსაზრისი წარსულზე და აწმყოზე.
27/12/2021 20:56
20:56
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ (Deuitsche Welle), ეხმაურება რა საშობაო დღესასწაულის პერიოდს და მოსახლეობის წინასაახალწლო სამზადისს, აქვეყნებს სტატიას სათაურით „მსოფლიოში ყველაზე პოპულარული „ნაძვის“ ხე კავკასიაში, ბორჯომთან ახლოს იზრდება“, რომელშიც ყურადღებას უთმობს მნიშვნელოვან საშობა-საახალწლო ატრიბუტს - ნაძვის ხის საზეიმოდ მორთვის რიტუალს და საერთოდ, მის ისტორიას. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
30/12/2021 19:27
19:27
ამერიკულ ჟურნალ „ნეიშენელ რევიუ“-ში (National Review) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადის წინაშე არ უნდა დავიჩოქოთ!“ (ავტორი - კევინ უილიამსონი), რომელშიც, ნატო-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ხაზგასმულია, რომ დასავლეთმა გათავხედებულ რუსეთს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს და „თუ საჭიროა, ცხვირიდან სისხლიც წამოადინოს“.
30/12/2021 19:29
19:29