ზუსტად 30 წლის წინ, 1992 წელს გამოვიდა ფრენსის ფუკუიამას ცნობილი ნაშრომი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“. შეგახსენებთ, ეს წიგნი დაიწერა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც ყველამ მიიჩნია რომ დასავლურლ ლიბერალურ-დემოკრატიულ წესრიგს გლობალური ალტერნატივა აღარ ჰყავს. ფუკუამამ „ისტორიის დასასრულში“ იგულისხმა, რომ ალტერნატიული გლობალური პოლიტიკური წესრიგი ლიბერალური-დემოკრატიის გარდა აღარ იარსებებდა და შესაბამისად იდეოლოგიური დაპირისპირებებიც აღარ იქნებოდა, ხოლო ლიბერალიზმი დაიწყებდა ტრიუმფალურ სვლას. პარლელურად 1981 წლიდან დაწყებული ნეოლიბერალიზმის აღზევებამ დასავლეთში, რომელოიც მალევე გლობალურ ტრენდად იქცა. მიიჩნეოდა რომ თავისუფალ ბაზარს, ადამიანთა უფლებების და დემოკრატიის ლიბერალურ გაგებას კონკურენტი ვეღარ გამოუჩნდებოდა. ამ იდეებით იყო მონუხული მთელი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზოგადოება. მას შემდეგ რაც 1991 წელს დაინგრა საბჭოთა კავშირი, მის ყოფილ რესპუბლიკებში, თითქმის ყველგან გატარდა ერთნაირი რეფორმები, როგორებიც იყო პრივატიზაცია, ეკონომიკური რესტრუქტურიზაცია და ა.შ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დიდი იმედით უყურებდნენ, რომ ლიბერალური რეფორმები მათ ცხოვრებას საგრძნობლად გააუმჯობესებდა, ამიტომ ისინი ხშირად დასავლელ ექსპერტებს იწვევდნენ და მათი რჩევებით ახორციელებდნენ რეფორმებს. რუსეთში მალევე გამოიწვია ამ რეფორმებმა საზოგადოების უკმაყოფილება, პრივატიზაციას უწოდეს „პრიხვატიზაცია“ (მიტაცება), ხოლო დემოკრატიას - „ძერმოკრატია“. ლიბერალურმა რეფორმებმა გააქრეს ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 10 000-მდე ქარხანა, მილიონობით ადამიანი იქცა უმუშევრად და იძულებული იყო ემიგრაციაში წასულიყო, ამას ემატებოდა საზოგადოების არნახული კრიმინალიზაცია. ლიბერალმა იდეოლოგებმა და ექსპერტებმა, იმისთვის რომ აეხსნათ ლიბერალური პროექტის წარუმატებლობა ამ რეგიონში, დაიწყეს გადაბრალებები სხვა ფაქტორებზე/ მათ ძირითადად ორი მიმართულებით აიღეს გეზი: 1) ყველაფერი საბჭოთა წარსულის ბრალია და 2) ყველაფერი ადგილობრივი კულტურული ტრადიციების ბრალია, რომელიც ლიბერალიზმთან არ მოდის თანხვედრაში, ამიტომ ძირითად მტრად გამოაცხადეს ადგილობრივი დომინანტური რელგიები (ჩვენ შემთხვევაში მართლმადიდებლობა). დაიწყო საბჭოთა კავშირის გააზრების და მონინიების პროექტი, რომელიც გვეუბნებოდა რომ თურმე სტალინი და ჰიტლერი ერთნაირი დამნაშავე ყოფილან, რომ ჩვენ, როგორც გერმანელებმა ისე უნდა მოვინანიოთ საბჭოთა წარსული და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ განვთავისუფლდეთ მისგან. ბუნებრივია ეს მიდგომა არ ითვალისწინებდა ისტორიულ და იდეოლოგიურ განსხვავებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ფაქტებთან თუ ცოცხალ მეხსიერებასთან. ასევე დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც გვეუბნებოდა რომ მართლმადიდებლობა ყოფილა არათავისუფლების, მონების რელიგია, რომ ჩვენ უნდა საზოგადოების ისეთი სეკულარიზმი მოვახდინოთ, როდესაც მართლმადიდებლობა ვეღარ შეძლებს საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლი შეასრულოს. ყველაფერი ეს ხდებოდა დასავლური გრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორც რუსეთში, ისე დანარჩენ საბჭოთა რესპუბლიკებში.
04/04/2022 19:53
19:53
მსოფლიო ისტორია საკმაოდ დინამიურია და ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება. ისტორიას ახსოვს ვესტფალიის სისტემა, სადაც ჩამოყალიბდა ევროპულ სახელმწიფოებს შორის ძალთა ბალანსის პრინციპი, ერი-სახელმწიფოს პრიმატი, სახელმწიფოებს შორის თანასწორობის სამართალი და ა.შ. ამ სისტემამ იარსება ნაპოლეონის დამარცხებამდე, რომლის შემდეგაც ჩამოყალიბდა ახალი ვენის საერთაშორისო სისტემა. ვენის სისტემამ დიდ კოალიცებს დაუდო საფუძველი, რომლის შედეგადაც ყალიბდებოდა ახალ-ახალი კავშირები (ანტანტის და სამთა კავშირი) რომლის ძალთა ბალანსზე ყალიბდებოდა საერთაშორისო ურთიერთობები. პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალი ვერსალ-ვაშინგტონის სისტემა, ამ სისტემამ იარსება მეორე მსოფლიო ომამდე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა უკვე იალტა-პოსტდამის სისტემა, რამაც რეალიურად ორ ზე-სახელმწიფოს აშშ-ის და სსრკ-ს შორის გაყო მსოფლიო გავლენები. 1991 წელს სსრკ-ს დაშლის შემდეგ კი კვლავ ახალი სისტემა ყალიბდება, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიაზე დგას. ეს სისტემა დღეს ჩვენ თვალწინ ინგრევა. თქვენ თუ დააკვირდებით ამ საერთაშორისო სისტემებს, ნახავთ რომ მთავარი მოქედი პოლიტიკური სუბიექტები ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის სახელმწიფოები იყვნენ, რომლებთაც საერთო ცივილიზაციური, პოლიტიკური ღირებულებები ჰქონდათ მეტ-ნაკლები განსხვავებებით. დანარჩენი კონტინენტები ამ სისტემას ერგებოდნენ. დღეს კი სიტუაცია შეცვლილია, დღეს გაჩნდნენ ძლიერი არადასავლური სახელმწიფოები, ძლიერი ეკონომიკებით, მაღალი ტექნოლოგიებით და საკუთარი ცივილიზაციური იდენტობით.
რუსეთ-უკრაინის ომი პირველი არა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ბზარი იყო არსებული საერთაშორისო სისტემის ნგრევის პროცესში. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ევროპელები კი შეუერთდნენ, მაგრამ აზიის, სამხრეთ ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოები არ შეურთდნენ. ჩვენ ვხედავ ამ სიტუაციაში, რომ ყველა დიდი სახელმწიფო ექსკლუზიურად საკუთარ ინტერესებიდან მოქმედებს და ყველა არ ემორჩილება აშშ-ის მითითებებს.
იწყება ის, რაც თავის დროზე იმანუელ ვალერშტაინმა იწინასწარმეტყველა, ლიბერალური ჰეგემონიამ კაცობრიობა მიიყვანა სხვდასხვა ზონების შექმნამდე. მრავალპოლუსიანი სისტემა ჩვენ თვალწინ ყალიბდება.
ახალი სამყაროს როგორი სურათი იხატება დღეს?
1. ჩვენ ვხედავთ გლობალურ ვაჭრობის ცვლილებებს, რაც გამოიწვევს ძველი გლობალიზაციის პერეფორმატირებას. რუსეთისადმი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, აღმოჩნდა რომ რუსეთს აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომელიც ესე ჭირდება განვითარებულ დასავლეთს. კონკრეტულად რუსეთს აქვს ენერგორესურსები, მას აქვს ურანის მარაგი, ხე-ტყის მარაგი, რკინის და ძვირფასი ლითონის მარაგი და რაც მთავარია რუსეთს აქვს სასოფლო სამეურნეო მარაგი. მას შემდეგ რაც რუსეთმა და ინდოეთმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხორბალს, სიმინდს არ გაიტანენ ექსპორტზე, ევროკავშირში დაიწყეს საუბარი მოსალოდნელ შიმშილზე. ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყნები იძულებულები იქნებიან მიმართონ ავტარქიულ ეკონომიკას, რაც გამოიწვევს ძველი გლობალური ვაჭრობის სისტემის მოშლას.
2. რუსეთზე სანქციების დაწესებით, ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანიაში და ა.შ) სახელმწიფომ მოქალაქეეებს მოუწოდა ეკონომიურად მოეხმარად გაზი, უფრო თბილად ჩაეცვათ და ა.შ. პროდუქციის დეფიციტი, ყველაზე მეტად ურტყავს თანამედროვე კონსუმერულ საზოგადოებას, რომელიც შეეჩვია მოხმარების მაღალ დონეს. როგორც ევროპაში, ისე რუსეთში საზოგადოების ყველაზე კონსუმერული ნაწილი ამ მოვლენებს ყველაზე მძიმედ გადაიტანს. ჩვენ უკვე დღეს ვხედავთ კონსუმერული საზოგადოების მიგრაციებს, როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდანაც. სახელმწიფოები იძულებულები იქნებიან სხვა ტიპის საზოგადოება შექმნან და დაეყრდნონ მათ.
3. საინფორმაციო სივრცეში უკვე დღეს ვხედავთ გლობალიზაციის პირველ ბზარებს. ჩინეთი საკუთარ ინტერნეტს ქმნის, რუსეთმა დაანონსა საკუთარი ინტერნეტის შექმნა. ჩვენ ვხედავთ რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, რუსული არხები, სოციალური მედია დაიბლოკა. ეს პროცესი ბიძგს მისცემს ჩაკეტილი საინფორმაციო სისტემების შექმნას. გლობალურ საინფორმაციო სივრციდან ჩვენ გადავდივართ, რეგიონალურ და ცივილიზაციურ საინფორმაციო სივრცის შექმნამდე. ეს კი პირველი და მთავარი ნიშანია, რომ მსოფლიოში ჩამოყალიბდება სხვადასხვა ტიპის აზროვნება, სხვადასხვა ტიპის წარმოდგენები და ის უნივერსალური პრინციპები, რასაც ამდენი ხანი ვიყავით შეჩვეული, იქნება ეს „ადამიანის უფლებები“, წარმოდგენა ჰუმანიზმზე, წარმოდგენა სიკეთეზე და ბოროტებაზე აღარ იარსებებს, მას შეცვლის ცივილიზაციური წარმოდგენები
4. ლიბერალიზმი რომელიც ამ გლობალიზაციის სისტემაზე და სამომხარებლო საზოგადოებაზე დგას, დეფიციტურ ეკონომიკის და ფრაგმენტირებულ სამყაროს პირობებში ვეღარ იქნება წამყვანი პოლიტიკური იდეოლოგია. ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც უნარი ექნებათ მოახდინონ საზოგადოების ხანგრძლივი მობილიზაცია, ის სახელმწიფოები აღმოჩნდებიან ყველაზე ეფექტურები. შესაბამისად უნდა ველოდოთ საზოგადოებაზე კონტროლის მექანიზმების გაზრდას, იმ თავისუფლებების შეზღუდვას რაც აქამდე ნორმად ითვლებოდა.
ყველა ეს ცვლილება რადიკალურად ცვლის სამყაროს და კაცობრიობას. ჩვენ შევდივართ ეპოქაში, რომელიც წააგავს XV-XVI საუკუნეებს, როდესაც ჩნდებოდნენ ახალ-ახალი ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები და მათ შორის გაუთავებელი დაპირისპირებები იყო. შესბაამისად ერთი რამ ცხადი: მშვიდობიანი ეპოქა მთავრდება, გეშინოდეთ ახალი დროების!

18/05/2022 19:05
19:05
მსოფლიო ისტორიაში ტურბულენტური პერიოდები მეტ-ნაკლებად ყოველთვის იყო, შედარებით მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი მსოფლიო ისტორიაში ძალიან იშვიათობა იყო, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს პერიოდი იყო რომის პერიოდი ძვ.წ I საუკუნიდან, ა.ხ წ II საუკუნემდე (მარკუს ავრელიუსამდე), მეორე პერიოდი- 1871-1914 წლებში (ხანგრძლივი ევროპული მშვიდობა) და მესამე პერიოდი იყო ცივი ომის ეპოქა. შესაბამისად, კაცობრიობის ბოლო 4000 წლიანი ისტორია რომ ავიღოთ, დაახლოებით 300-400 წელი იქნება სტაბილური, მეტ-ნაკლები მშვიდობის პერიოდი. ეს ჩვენთვის, იმ თაობისთვის, რომლებიც შევეჩვიეთ გლობალურ მშვიდობიანობის ეპოქაში ცხოვრებას და არ ვიმჩნევდით მნიშვნელოვან კატაკლიზმებს, არის ძალიან არაკომფორტული გასააზრებელი და ამიტომ, თვითმოტყუების რეჟიმში ვართ, საკუთარ თავს ვაჯერებთ, რომ ეს კრიზისი გადაივლის და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება. ამ დებულების მთავარი პრობლემა ისაა, რომ ისტორიას არ აქვს უკან დაბრუნების რეჟიმი. კი, ის რაღაც ფორმებს, რაღაც მოვლენებს მეტ-ნაკლები მსგავსებით იმეორებს, მაგრამ მას არ შეუძლია წარსულისკენ სვლა. ჩვენ შევდივართ ახალ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ახალი „ბნელი ეპოქა“. ალბათ, ბევრ თქვენგანს მოეჩვენება რომ „ბნელი ეპოქა“ ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ მოდით მსოფლიო ისტორიაში ვნახოთ რას უწოდებდნენ ბნელ ეპოქას. პირველი ასეთი პერიოდი იყო ე.წ ბრინჯაოას ხანის კრიზისი. ამ კრიზისამდე არსებობდა უძველესი ცივილიზაციები, რომლებსაც ჰქონდათ ჰქონდათ მაღალი კულტურა, მაღალი სამომხმარებლო დონე, სადაც სურსათი და სამომხმარებლო პროდუქცია დეფიციტური არ იყო. ამ დროს რაღაც დიდი კატაკლიზმი იწყება და ცივილიზაციები ქრებიან, ხალხები იწყებენ მიგრაციას, ცხოვრების დონე საგრძნობლად ეცემა, კულტურა ვარდება, დამწერლობა ქრება, საზოგადოების მილიტარიზაცია იწყება და ა.შ. ზუსტად იგივე მოხდა ძველ საბერძნეთში კრეტა-მიკენის კულტურის დაცემის შემდეგ, იქაც იწყება ბნელი ეპოქა და მესამე ბნელი ეპოქა იწყება რომის იმპერიის დაცემიდან, კარლოს დიდამდე. დღეს მსოფლიო იშლება მაკრო-ზონებად, სამომხარებლო ბაზარმა უკვე კორონა პანდემიის დროს იგრძნო თავის თავზე პირველი დარტყმები, ეხლა კი, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს და პროდუქტების დეფიციტია, ენერგორესურსების ფასი იზრდება, სამომხმარებლო საზოგადოება მაქსიმალურ დისკონფორტს გრძნობს. მე, წინა პუბლიკაციებში არაერთხელ მისაუბრია არსებულ კრიზისზე და მის საერთაშორისო ასპექტებზე. ეხლა კი მინდა ერთ-ორი სიტყვა ვთქვა როგორი საზოგადოება შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალ „ბნელ ეპოქაში“, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ დღეს: 1. ჩინური მოდელი - ჩინეთში უკვე დაიწყო ე.წ რეიტიგნგების სისტემის შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ დაბალი რეიტინგი, მათ სოციალურ სიკეთეებზე აღარ მიუწვდებათ ხელი, ვერ იშოვიან სამსახურს და რეალურად გაწირული იქნებიან. ეს სისტემა აძლევს მართველ კლასს საზოგადოებაზე კონტროლის საკმაოდ მძლავრი მექანიზმი. ამას ემატება მკაცრი ვერტიკალური პოლიტიკური სისტემა, რომელსაც კრიზისების დროს შეუძლია საზოგადოების ეფექტური მართვა. უნდა ითქვას რომ ჩინური მოდელი, ჩინეთის მიღმა ვერ იმუშავებს, რადგან ცივილიზაციური ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება 2. არქაო-მოდერნიზმი - აფრიკული სცენარი. აზროვნების ტოტალური არქაიზაცია, იმ დროს, როდესაც გარედან იკვებება სხვადასხვა მაღალი ტექნოლოგიებით. აფრიკის კონტინენტი მოსახლეობას ორ არჩევანს აძლევს: 1) ტოტალურ გასამხედროებულ ტრაიბალიზმში დარჩნენ, თავისი არქაული აზროვნებით და მოდერნიზმის იმ ფორმებზეც თქვან უარი, რა ფორმებიც კოლონიალურმა სისტემამ შემოიტანა; 2) მიგრაციის ახალი ტალღების გაძლება ჩრდილოეთისკენ (ევროპისკენ) 3. ისლამური სამყარო - აისისის მაგალთმა გვაჩვენა, რომ კრიზისის შემთხვევაში რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და იდეოლოგიური ძალა არის ისეთი ისლამური იდეოლოგია, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება: 1) მეგა-მილიტარიზაციისკენ და 2) საზოგადოების ტოტალურ კონტროლისკენ. ეს არის ახალი ისლამური ტოტალიტარიზმები, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებია მაღალ მობილიზებას და მის კონტროლს ახალ „ბნელ ეპოქაში“ 4. ფაშიზმის აღზევება - რუსმა მარქსისტმა ბორის კაგარლიცკიმ რუსულ-უკრაინულ ომს, რუსულ იმპერიალიზმს, აღმოსავლეთ ევროპელების ანტირუსულ დისკურს და მათ მინი-იმპერიალისტურ ამბიციებს, ზოგადად რუსოფობიურ განწყობებს დასავლეთში უწოდა- „ფაშისტების შორის გარჩევები“. ლიბერალური საზოგადოება, რომელიც რეალურად სამომხმარებლო საზოგადოებაზეა დაშენებული, პროდუქტების დეფიციტურ ეპოქაში ვეღარ იარსებებს. რადგან მემარცხენეობა დასავლეთში წელშია გადატეხილი, ყველაზე ეფექტური საშუალება ამ კრიზისის მართვის დროს იქნება ფაშისტური და ნახევრად ფაშისტური რეჟიმების შექმნა, რომელიც მოახერხებს საზოგადოების მობილიზაციას და მართვას. ჩვენ უკვე თავად ევროპაში ვხედავთ ფაშისტურ ტენდენციებს. სხვადასხვა ნაციონალისტები უკვე ხმამაღლა ალაპარაკდნენ მათი „იმპერიების“ აღდგენაზე, მათი ერის გამორჩეულობაზე და ა.შ. არსებიული ეპოქა ფაშისტურ ძალებს არა მარტო რეაბილიტაციის, არამედ კვლავ სათავეში მოსვლის საშუალებას აძლევს (განსაკუთრებით კი ეს ევროპას ემუქრება) 5. კეთილდღეობის ზონების შენარჩუნება და იზოლაციონიზმის პოლიტიკები - გლობალურ კრიზისის დროს, ზოგიერთი ძველი განვითარებული სახელმწიფო შეინარჩუნებს კეთილდღეობის გარკვეულ სტანდარტებს. ესეთი სახელმწიფოები როგორც წესი, დიდი სახელმწიფო იქნება ევრაზიის კონტინენტის მიღმა, როგორიცაა აშშ-ი, კანადა, ავსტრალია. იზოლაციონიზმის პოლიტიკის გამკაცრება და მისი კარჩაკეტილობა იქნება ერთ-ერთი განმაპირობებელი კეთილდღეობის შენარჩუნების. ეს ყველა რეჟიმი იარსებებს, გარკვეულ გეოპოლიტიკურ ქაოსში, სადაც დაპირისირებული მხარეების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სადაც აქტიურად მიმდინარეობს ლოკალური კონფლიქტები. ამ კრიზისებს ის საზოგადოება უპასუხებს ადეკვატურად, რომელიც შეძლებს მაღალი მობილიზაციის და დისციპლინის მექანიზმების გამოვლენას, ეს კი თავისი არსით ეწინააღმდეგება ლიბერალურ ცხოვრების წესს.
26/05/2022 18:26
18:26
იდეოლოგია ადამიანებს ყოფს, მაგრამ მითი საზოგადოებას აერთიანებს. მარტივია გააკრიტიკო ლიბერალიზმი, კოსერვატიზმი, სოციალიზმი, მაგრამ რთულია მითების გაკრიტიკება. 20 ივნისს ჩვენ ვნახეთ „ევროპის“ მითი, რომლის ირგვლივადაც გაერთიანდა როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები, ისე ოპოზიციის. აქციაზე ჩვენ ასევე ვიხილეთ ნეიტრალური და აპოლიტიკური საზოგადოების ნაწილიც. ყველა ეს ადამიანი იყო გაერთიანებული „ევროპის“ მითის ირგვლივ. მითი იმის მითია, რომ მისი კონკრეტიზაცია შეუძლებელია, შეუძლებელია დასვა შეკითხვა, თუ რა არის ევროპა, როგორია იყო ევროპელი, საერთოდ შეიძლება რაღაც ერთი ტიპის აზროვნებასთან, ერთი ტიპის ცნობიერებასთან გვქონდეს საქმე როდესაც ევროპაზე ვსაუბროთ?! თუ ეს არის მრავალი ცნობიერების, მრავალი ღირებულების ერთობა, ერთ პოლიტიკურ და სოციალურ სისტემაში? ყველა ეს შეკითხვა აზრს კარგავს, რადგან მითი არაა კონკრეტიზებული, მითი გვეუბნება, რომ „ყველაფერი კარგი“ არის ევროპა, ხოლო რაც ევროპა არ არის, „ყველაფერი ცუდია“. ეს არის რელიგიური ცნობიერება და ამ ცნობიერების, ამ მითის ირგვლივ საზოგადოება ერთიანდება, ერთიანდება როგორც ლიბერალი, ისე კონსერვატორი, როგორც სოციალისტი, ისე ნაციონალისტი.
არ მინდა მკითხველმა იფიქროს, რომ მე ვაკრიტიკებ ევროპულ ცივილიზაციას, არამც და არამც, ჩემი კრიტიკის ობიექტია რელიგიური წარმოდგენა ევროპაზე. რა არის ევროპა, ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, მაგრამ ნათელია რომ ევროპა თავისი არსით არის თვითკრიტიკული სივრცე, რომელიც მუდამ საკუთარი თავის კრიტიკაზე და გადაფასებებზეა აგებული. ამიტომ, მან მოახერხა ისტორიაში არაერთხელ სისტემური და ღირებულებითი გადალახვა და განახლება. მითი კი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ გადააფასო რაღაცეები, მითი მოითხოვს რელიგიურ თაყვანისცემას.
ჩვენთან არ ისმევა შეკითხვა, რა სირთულეები დაგხვდება ევროკავშირში, როგორი იყო ბულგარული, რუმინული და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილებები, რა სარგებელი და სირთულეები ნახეს მათ ამ გზაზე და ა.შ არ ხდება კვლევები, არც სხვის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ. ამ ყველაფრის ნაცვლად, ევროპული იდეას, ჩვენ ვატარებთ რელიგიურ-მითოლოგიურ ასპექტში. ვაწყობთ უამრავ ღონისძიება-რიტუალებს ევროპაზე, ვახდენთ ევროპის კარნავალიზაციას, ყველგან ვკიდებთ ევროკავშირის დროშებს, უამრავი პერფორმანსი იდგმება და ამ პროცესში ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად ვშორდებით თავად ევროპულ „განმანათლებლობის“ იდეას.
ამ ყველაფერზე კი დაშენებულია ქართული პოლიტიკა, ქართველი პოლიტიკოსები იდეოლოგიაზე არ მსჯელობენ, არ მსჯელობენ ლიბერალიზმზე და კონსერვატიზმზე, არ მსჯელობენ თავისუფალ ბაზარზე და სოციალურ თანასწორობაზე, არამედ ორივე ევროპელობის მითშია. ორივე მხარე, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, საკუთარ თავს „ევროპელად“, „პროდასავლელად“ მოიხსენიებს, ხოლო მოწინააღმდეგეს „პრორუსად“, „რუსეთუმედ“ რაცხავს. ამ პროცესით კი ჩვენ მთლიანად ვცდებით ევროპულ დისკურსს, ევროპულ აზროვნებას და ევროპულ თვითკრიტიკულ ტრადიციებს.
შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად რაც ხელს გვიშლის ჩვენ ევროპულ ცივილიზაციად ჩამოვყალიბდეთ, ამჯერად, სწორედ „ევროპელობის“ რელიგიურ-მითოლოგური წარმოდგენებია.
24/06/2022 18:42
18:42
ტელევიზიის და ზოგადად მედიის მთავარი ფუნქცია იყო ის, რომ რეალური, გადამოწმებული ინფორმაცია მიეტანა საზოგადოებამდე. ზოგადად რეალობა ფილოსოფიური კონცეფტიაა და შეიძლება ითქვას, რომ რეალობა ქმნადია, რადგან რასაც მედია წარმოაჩენს მხოლოდ ის იქცევა „რეალობად“, ხოლო ის რაც მედიის მიღმა რჩება, ის „რეალობის“ კატეგორიიდან ამოვარდნილია. მის შესახებ ან საზოგადოება ვერაფერს იგებს, ან საკმაოდ გვიან იგებს. მაგრამ ყოველთვის არსებობს რეალობის შეთანხმებული კატეგორიები, რომლითაც საზოგადოება ანიჭებს ერთ მოვლენებს უფრო მნიშვნელოვან როლს, ვიდრე მეორეს. გარკვეულწილად რეალობის შექმნაში შეუძლებელია მონაწილეობდეს მხოლოდ ერთი მხარე, მასში მონაწილეობს როგორც პოლიტიკური ძალები, ისე მედია და საზოგადოება, ამიტომ იგრძნობა განსხვავება პროპაგანდასა და ინფორმაციას შორის. პროპაგანდა ცალმხრივიად ქმნის „რეალობას“, მის შექმნაში საზოგადოება არ არის ჩართული, ამიტომ საზოგადოება გრძნობს პროპაგანდის მიერ მოწოდებული „რეალობის“ სიყალბეს.
რითია დაკავებული ქართული ტელევიზიები, მაგალითად რითია დაკავებული ტვ პირველი, მთავარი, ფორმულა? ისინი ქმნიან ხელოვნურ დაპირისპირებებს და სკანდალებს, ჭარბ რეალობას ყველაფერში რასაც ეხებიან. მათ საინფორმაციო სიუჟეტებში და პოლიტიკურ შოუებში ჭარბი ემოციები, ჭარბი მოლოდინები, ჭარბი დაპირისპირებები, მოვლენების გაშუქების მაღალი ტემპი, რომელიც არ იძლევა დაფიქრებისა და გაანალიზების საშუალებას, ქმნის აპოკალიტურ და ნიჰილისტურ სურათს. ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს ემოციურად იწურება, მისი ნება და ფსიქოლოგიური თავდაცვით უნარები ქვეითდება, ჩნდება აგრესია, ჩნდება ისტერიულობა და შიზოფრენიული ნიშნები. არსებობს კიდევ ერთი გზა, რომელსაც თბილისელების 66% მიმართავს, კონკრეტულად კი ის, რომ აღარ უყურებენ ტელევიზიებს. ამ მოვლენას დავარქვათ „ტელევიზიებსიგან გაქცევის“ სინდრომი.
სოციალურ ქსელში ჩანს განსხვავებული რეალობები. ერთი მხრივ ტელევიზიები გველაპარაკებიან საზოგადოებაში არსებულ დაპირსპირებებზე, მეორე მხრივ საზოგადოება სოციალურ სივრცეში ახერხებს აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ერთმანეთთან ურთიერთობას და დიალოგს, იმ შემთხვევაში თუ კი სოციალურ სივრცეში არ არიან
ჩართულები ჟურნალისტები და აქტივისტები, რომლებიც ქმნიან ბაბლებს, რომელიც ასრულებს იმ როლს სოციალურ სივრცეში, რა როლსაც ასრლებს ტელევიზიები, ანუ ქმნიან დაპირისპირებას და ტოტალურობსი განცდას, რომ ისინი ყველგან არიან და ყველაფერში.
საკმარისია 100-200 იუზერის, ხშირ შემთხვევაში ფეიქ-ექაუნთების დაბლოკვა, რომ შენ აღმოჩნდები განსხვავებულ რეალობაში და აღმოაჩენ, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსიები, განსხვავებულთან თანამშრომლობა და ა.შ. ესე იქმნება ორი რეალობა, რეალობა რომელსაც ჟურნალისტები ტელევიზიების მეშვეობით
და აქტივისტები სოციალური მედიის და სივრცეში აქტურობით ქმნიან და ის რეალობა რაც საზოგადოებაშია. ორი რეალობა იწვევს საზოგადოებაში „შიზოფრენიულ“ ტენდენციების გაჩენას. მინდა გავიხსენო დელეზის და გვატარის წიგნი: „ანტი-ედიპოსი: კაპიტალიზმი და შიზოფრენია“, სადაც პრაქტიკულად ჩვენი რეალობაა ნაჩვენები. თუ კი ტოტალიტარიზმი ქმნის პარანოიას (სადაც ადამიანი მოელის სხვაში მთავრობის ფარულ აგენტს, ხალხის მტერს და ა.შ), ლიბერალიზმი ქმნის შიზოფრენიას. შიზოფრენიკი არ არის აუტისტი, რომელიც სოციალურ ცხოვრებიდან არის გარიყული, რომელიც იმყოფება საკუთარ ფანტაზიურ სამყაროში, ის არის ადამიანი რომელიც მთლიანად „გადართულია“, რომელიც დამოკიდებულია კონვეირულ პროცესის „შემოთავაზებებზე“. რადგან ის მთლიანად
გაუცხოებულია საკუთარ სურვილებისგან და არ შეუძლია გაიგოს რა უნდა სინამდვილეში, ამიტომ შეზოფრენიკი ყოველთვის არის ისეთი, რომელიც ინტერესდება საინფორმაციო კონვეირით. ამ პროცესში გაუგებარი ხდება თუ რა არის „მე“, თუ მას გამოაცლი იმ „სურვილებს“, იმ განწყობებს რასაც კონვეირული სისტემა უქმნის, თუ კი გამორთავ ამ პროცესიდან დარჩება ცარიელი „მე“. ამიტომ კვაზური სუბიექტურობა, რელეტივიზმი, ისეთ ცარიელ „მე“-ს ქმნის, რომელიც გაუცხოებულია საკუთარ თავისგან, ესმის მხოლოდ ვირტუალური სივრცეში ჩართული ფლეშ-მობები. მაგალითად ის გაუცხოებულია საკუთარ სოციალურ ცხოვრებისგან, მას არ შეუძლია საბანკო პროცენტზე, კომუნალური გადასახადის გაზრდაზე, მძიმე სოციალურ ცხოვრებაზე გამოვიდეს, მაგრამ ესეთ ადამიანისთვის „სააკაშვილის შიმშილი“ ან მსგავსი მოვლენა რომელიც მედიის კონვეირულ სისტემისგან ეუბნება რომ მთავარი საკითხია მის ცხოვრებაში, იქცევა მმრთლაც მთავარ საკითხად ამ ცარიელ „მე“-სთვის.
ესე იქმნება შიზოფრენიული რეალობა, სადაც ადამიანი დაცლილია საკუთარი თავის გაგების ყველანაირ საშუალებებთან, ის ცხოვრობს იმ რეალობაში, თუ ანტი-რეალობაში რომელსაც საინფორმაციო კონვეირი თავაზობს, ეს კონვეირი კი არ აპირებს გაჩერებას.
02/07/2022 19:20
19:20
ტაივანი საკმაოდ შორს მყოფი სახელმწიფოა, რომელიც შორეულ აღმოსავლეთის რეგიონში, ერთ-ერთ გეოპოლიტიკური დაძაბულობის კერაა. მას შემდეგ, რაც ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა, ითქვა, რომ ჩინეთის ბირთვული შეიარაღება მზადყოფნაშია მოყვანილი. პრესა ალაპარაკდა მესამე მსოფლიო ომზე. მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გარდა, ადამიანებს საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, თუ რა ხდება ტაივანთან მიმართებაში. გადავწყვიტეთ პატარა ისტორიული რაკურსი შემოგთავაზოთ.
05/08/2022 21:28
21:28