„სი ჩერტო“ – თბილისში „ბადაგონის“ კიდევ ერთი, პრემიუმ კლასის რესტორანი გაიხსნება

0
710

„სი ჩერტო“ (Si, certo) –  ამ სახელწოდებით თბილისში, მერაბ  კოსტავას 60 ნომერში „ბადაგონის“ ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი  გაიხსნება. აღასანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით კომპანია რესტორნების მიმართულების ათვისებას აგრძელებს. ბადაგონის პირველი რესტორანი – „ბადაგონის სახლი“ თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.

ინფორმაციას ახალი რესტორნის გახსნის თაობაზე, კომპანია  „ბადაგონშიც“ ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ სტუმარს დაიტევს „ბადაგონის“ ახალი რესტორანი „Si Certo”, რაზე გაკეთდება აქცენტი, ან რას შესთავაზებს  მომხმარებელს. თუმცა, ცნობილია ის, რომ რესტორანი პირველ სტუმრებს სულ მალე უმასპინძლებს. 

რაც შეეხება, ღვინის რესტორან „ბადაგონის სახლს,“ აქ, ყოველდღიურად ქართული სამზარეულოს ექსპერიმენტული კერძები მზადდება. თითოეული კერძი ბადაგონის ღვინოს შთაგონებით არის შექმნილი. ღვინის რესტორნის მყუდრო, დახვეწილი გარემო გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here