მიხეილ სააკაშვილს გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაციის დამალვასა და უცხოეთის აგენტურასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

0
89

მიხეილ სააკაშვილს ბრალს ვდებთ მოსალოდნელი მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაციის დამალვასა და უცხოეთის აგენტურასთან თანამშრომლობაში! – ამის შესახებ უკრაინელმა ჟურნალისტებმა ოლეგ დეინეკამ და ვალერი ტოვმაჩმა საინფორმაციო სააგენტო “Голос.ua”- ს საკონფერენციო დარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

დეინეკა და ტოვმაჩი უკრაინის გენერალური პროკურორის, ქვეყნის შს მინისტრისა და უკრაინის უსაფრხოების სამსახურის უფროსის სახელზე განცხადების შეტანასაც გეგმავენ.

„გვსურს, გამოვაცხადოთ, რომ ხვალ, სამშაბათს, 30 ივნისს, ჩვენ, ჟურნალისტები ოლეგ დეინეკა და ვალერი ტოვმაჩი განცხადებას წარვადგენთ უკრაინის გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უკრაინაის უსაფრთხოების უფროსის სახელზე. პრესკონფერენციის დასასრულს განცხადების ტექსტს კოლეგებს გავაცნობთ, ხოლო ახლა მხოლოდ ერთს გეტყვით: მიხეილ სააკაშვილს ბრალს ვდებთ მოსალოდნელი მკვლელობის მცდელობაზე ინფორმაციის დამალვასა და უცხოეთის აგენტურასთან თანამშრომლობაში!

ძვირფასო კოლეგებო, სანამ განცხადების ტექსტს გაგაცნობთ, გვსურს, მოკლედ მოგითხროთ, რამ გვაიძულა ასეთი ბრალდების წარდგენა.

ამრიგად, მიმდინარე წლის მარტში თხოვნით მოგვმართა „კონტაქტმა“, რათა დავკავშირებოდით „დამოუკიდებელ ქართველ ჟურნალისტს“, ვინმე ელისო კილაძეს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ქალბატონი კილაძე უკრაინას არაერთხელ სტუმრობდა და მიხეილ სააკაშვილს ხვდებოდა. კილაძისა და სააკაშვილის ურთიერთთანამშრომლობისა და რეგულარული ფინანსური ჯილდოს მიღების შესახებ, რომელსაც ის „დამოუკიდებელ“ ჟურნალისტს უხდიდა, ასევე დაგვიდასტურა ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ.

„კონტაქტმა“, რომელმაც კილაძესთან დაგვაკავშირა, ჩვენდამი მომართვის მიზანზე მოგვითხრო. იგეგმებოდა საერთაშორისო ჟურნალისტების გუნდის ფორმირება ფართომასშტაბიანი საერთაშორისო PR-კამპანიისთვის, რომელიც ახალი ფორმაციის ოპოზიციურ ლიდერს, ჩვენს კოლეგა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დააწინაურებდა.

მაშინ ორი გარემოება გვეუცნაურა:

მიხეილ სააკაშვილის სამომავლო ალტერნატივად არაფრით გამორჩეული ჟურნალისტის წარმოჩენა, რომელიც ერთ-ერთი ტელეარხის პირდაპირ ეთერში პუტინის მისამართით ლანძღვა-გინებით გახდა ცნობილი. აღნიშნული ტელევიზიაც სააკაშვილს ეკუთვნის.

უწინ არასდროს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გვახსოვს, პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის განუხორციელებია საკუთარი ქვეყნის ოპოზიციური ძალების მასშტაბური პრომოუშენი მისი საზღვრების გარეთ. ხოლო „კონტაქტის“ თქმით, რომელმაც ელისო კილაძესთან მოლაპარაკებები შემოგვთავაზა, გაბუნიას პრომო-კამპანია უნდა განხორციელებულიყო უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვასა და ბალტიის ქვეყნებში.

ეა უცნაური ამბავი ალბათ არც გაგვახსენდებოდა, ორი კვირის წინათ რომ არ შეგვეტყო, რომ ქართული უშიშროების სამსახურისა და უკრაინის სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ახალგაზრდა ჟურნალისტის, ოპოზიციის შეუმდგარი ლიდერის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა თავიდან აიცილეს.

ახლა ურთიერთდაკავშირებული მოვლენები ლოგიკურ ჯაჭვად აეწყო. ამრიგად, მიხელ სააკაშვილთან მჭიდრო კავშირში მყოფი ჟურნალისტი, საკუთარი აღიარებისთვის, უპრეცედენტო საერთაშორისო მედია-კამპანიას გეგმავს. ადვილად წარმოსადგენია, ტელეჟურნალისტ გიორგი გაბუნის მკვლელობა როგორ რისხვას, პროტესტებსა და შესაძლოა, პოლიტიკურ დესტაბილიზაციასაც გამოიწვევდა საქართველოში. ახლა ამ მოვლენის საერთაშორისო რეზონანსი წარმოვიდგინოთ, თუ გაბუნიას დარეკლამებას მოახერხებდნენ.

ეს ლოგიკური, მაგრამ ქიპოთეზური დასკვნები ერთ ფაზლად რომ დალაგდეს, ნათელი ხდება: მიხეილ სააკაშვილმა იცოდა საკუთარი ტელევიზიის ჟურნალისტის დაგეგმილი მკვლელობის შესახებ!

ამას მოწმობს გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრები. ნიშანდობლივია, რომ გვარამიას ინფორმირებულობა მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ, სააკაშვილი გაამძვინვარა, ვინაიდან პირველმა საკუთარ ბოსს (სააკაშვილს) „ნაღმი დაუდო“. გვსურს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ ამჟამად ძებილ ყოფილი პროკურორის მიერ ნახსენებ საერთაშორისო აგენტურაზე.

ნება დაგვრთეთ, წაგიკითხოთ ოფიციალური მიმართვა უკრაინის გენერალური პროკურორის სახელზე, რომელიც ზემოთ მოთხრობილზე დაყრდნობით შევადგინეთ.

ამ განცხადების დარეგისტრირებას ვგეგმავთ ხვალ, 30 ივნისს, გენერალური პროკურორის ოფისში“, – განაცხადეს პრესკონფერენციაზე უკრაინელმა ჟურნალისტებმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here