ჩოხა-ახალუხის ტარებისა და მთიანეთში ლუდის ხარშვის ტრადიციებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

0
36

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა.

„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – „ქართველების იდენტობის სიმბოლოს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიცია“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდი“, – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში. რომელიც დღეს „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here